ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დონალდ ტრამპს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება სოციალურ ქსელ ტვიტერზე მიულოცა.

"ძლიერი აშშ - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და 33 წლის მეგობარი. ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გასაძლიერებლად და ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად," - წერს სალომე ზურაბიშვილი.

წინასწარი მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

ამ დროისთვის, საარჩევნო კოლეგიაში დონალდ ტრამპს 267 ხმა აქვს, ხოლო კამალა ჰარისს 214 ხმა. ამერიკული მედიაგამოცემები აცხადებენ, რომ უკვე შესაძლებელია იმის პროგნოზირება, თუ რამდენ ხმას მოაგროვებს დონალდ ტრამპი და ეს ციფრი, სავარაუდოდ, 277 იქნება, რაც სავსებით საკმარისია საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად.

უკვე ცნობილია, რომ რესპუბლიკელებმა მოიპოვეს უმრავლესობა შტატების სენატშიც. 100 კაციან სენატში რესპუბლიკელებს 51 სენატორი ეყოლებათ. რესპუბლიკური პარტია ლიდერობს წარმომადგენელთა პალატაშიც.

ვაშინგტონში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. კაპიტოლიუმსა და თეთრ სახლთან განთავსებულია ბარიკადები, მობილიზებულია ეროვნული გვარდია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ
დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს
თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.
16:49 / 10.09.2026

„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი
საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და
მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ
არის.
14:16 / 07.09.2026
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ არის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.