ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ ახალგაზრდული ფესტივალისთვის 92 000 ლარზე მეტი დახარჯა
FaceBook
ქუთაისის მერიამ, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, მუხნარის ტყე-პარკში გამართული კონცერტისთვის 92 000 ლარზე მეტი დახარჯა.

ახალგაზრდული ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ჯგუფი "მგზავრები", "ოჩოს ქოხი", "რეგიონი" და სხვები, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ფესტივალზე მოწვეული შემსრულებლებიდან ყველაზე მეტი ანაზღაურება, 40 000 ლარი, ჯგუფმა "მგზავრებმა" მიიღეს. ჯამში, მხოლოდ შემსრულებლების ჰონორარისთვის 92 000 ლარი დაიხარჯა. რაც შეეხება სხვა ორგანიზატორულ ხარჯებს, ეს ინფორმაცია ჩვენთვის უცნობია, რადგან ქუთაისის მერიამ მის გასაჯაროებაზე უარი თქვა.

"ქუთაისიპოსტმა" მუხნარის ტყე-პარკში გამართული ღონისძიების ხარჯების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს გამოითხოვა, თუმცა, მერიას პასუხი ამ დრომდე არ გაუცია. "ქუთაისიპოსტს" სამი კვირის განმავლობაში არც შუალედური წერილი მიუღია.

ქუთაისის მერია აგრძელებს ჩვეულ პრაქტიკას და კვლავ არ გასცემს საჯარო ინფორმაციას.

ახალგაზრდული ფესტივალი yellowfest, მუხნარის ტყე-პარკში, 11-12 ოქტომბერს ჩატარდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი
კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე
ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 
14:58 / 26.04.2025
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.