ახალი ამბები
ბაღდათში ამომრჩეველმა ვერიფიკაციის აპარატები დააზიანა
FaceBook
ბაღდათის 23-ე საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველმა ვერიფიკაციის რამდენიმე აპარატი დააზიანა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, აპარატები ისე იყო დაზიანებული, რომ მათი საშუალებით ხმის მიცემის პროცედურის ჩატარება შეუძლებელი გახდა.

"ბაღდათის 23-ე საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველმა, რომელიც იმყოფებოდა ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაში, დააზიანა ვერიფიკაციის რამდენიმე აპარატი, იმგვარად, რომ შეუძლებელი იყო ამ აპარატების მეშვეობით პროცესის გაგრძელება. კომისიამ უზრუნველყო ის, რომ სხვა აპარატების გამოყენებით, შეუფერხებლად გაგრძელდა კენჭისყრა", - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა.

საარჩევნო პროცესში სხვა დარღვევებზე საუბრობს "საიაც".

26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.

ქვეყნის მასშტაბით, რეგისტრირებულია 3 508 294 ამომრჩეველი. გახსნილია 3 111 საარჩევნო უბანი.

საარჩევნო პროცესს აკვირდება 76 საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებელი, ჯამში 25 000 - მდე პირი. პროცესს აშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #არჩევნები 2024
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ლადო მესხიშვილის
სახელობის დრამატულ თეატრში წვიმის შედეგად სცენაზე წყლის ჩასვლის
შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
13:55 / 01.11.2026
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში წვიმის შედეგად სცენაზე წყლის ჩასვლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო
სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ
სამუშაოებს ასახელებს.
14:19 / 30.10.2026

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.