ახალი ამბები
"გვაქვს ძალიან ოპტიმისტური პროგნოზი" - ირაკლი კობახიძე
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.

ხმის მიცემის შემდეგ, პრემიერმა მედიასთან თქვა, რომ მმართველი პარტია 60%-იან მხარდაჭერას ელოდება. კობახიძემ რამდენჯერმე გაიმეორა მოწოდება, იმის შესახებ, რომ ოპოზიციამ უნდა აღიაროს ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგები.

"გვაქვს ძალიან ოპტიმისტური პროგნოზი, ველოდებით 60%-მდე ხმებს, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს სტაბილური განვითარება. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, აღიაროს ცესკოს მიერ წარმოდგენილი არჩევნების შედეგები", - განაცხადა კობახიძემ.

მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა მიიღოს. 


26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.

ქვეყნის მასშტაბით, რეგისტრირებულია 3 508 294 ამომრჩეველი. გახსნილია 3 111 საარჩევნო უბანი.

საარჩევნო პროცესს აკვირდება 76 საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებელი, ჯამში 25 000 - მდე პირი. პროცესს აშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #არჩევნები 2024
მსგავსი სიახლეები
25 დეკემბერს, ქუთაისის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიის
ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების
მიზნით, სცენისა და საახალწლო კონსტრუქციების მონტაჟისა და
დემონტაჟისთვის, აღმაშენებლის მოედანზე, საავტომობილო მოძრაობა და
პარკირება დროებით შეიზღუდება.
15:44 / 24.12.2025
25 დეკემბერს, ქუთაისის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სცენისა და საახალწლო კონსტრუქციების მონტაჟისა და დემონტაჟისთვის, აღმაშენებლის მოედანზე, საავტომობილო მოძრაობა და პარკირება დროებით შეიზღუდება.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით მე-3 სხდომაზე ქალაქის
2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
14:48 / 24.12.2025
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით მე-3 სხდომაზე ქალაქის 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.