ახალი ამბები
"ხმა მივეცი ახალ საქართველოს" - სალომე ზურაბიშვილი
FaceBook
საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი პირველი მივიდა. მისი თქმით, მან ხმა მისცა ახალ საქართველოს, იმ საქართველოს, რისთვისაც იგი 22 წლის წინ, ემიგრაციიდან ჩამოვიდა.

"მთელ საქართველოს მინდა მოვულოცო დღევანდელი დღე, რომელიც არის ბედნიერი. მე ხმა მივეცი ახალ საქართველოს, იმ საქართველოს რომლისთვისაც ჩამოვედი ამ ქვეყანაში 22 წლის წინ; იმ საქართველოს, რომელზეც ლოცულობდნენ ჩემი წინაპრები. საღამოს ვიქნებით ყველა გამარჯვებული, დამარცხებული არავინ იქნება იმიტომ, რომ გაიმარჯვებს საქართველო, - განაცხადა პრეზიდენტმა. 


26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.

ქვეყნის მასშტაბით, რეგისტრირებულია 3 508 294 ამომრჩეველი. გახსნილია 3 111 საარჩევნო უბანი.

საარჩევნო პროცესს აკვირდება 76 საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებელი, ჯამში 25 000 - მდე პირი. პროცესს აშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო
სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ
სამუშაოებს ასახელებს.
14:19 / 30.10.2026

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ
ქალაქში ვანდალიზმის შემთხვევების გახშირების გამო მუნიციპალიტეტი
მთელ ქალაქს სათვალთვალო კამერებით ვერ აღჭურვავს.
13:34 / 30.10.2026
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ქალაქში ვანდალიზმის შემთხვევების გახშირების გამო მუნიციპალიტეტი მთელ ქალაქს სათვალთვალო კამერებით ვერ აღჭურვავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.