ახალი ამბები
18 ჟურნალისტი და ოპერატორი მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს
FaceBook
ე.წ. რუსული კანონის საქმეზე 18 ჟურნალისტი და ოპერატორი მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში უკვე მიიღო 2023 წელს ე. წ "რუსული კანონის" წინააღმდეგ გამართული აქციების გაშუქებისას დაზარალებული ჟურნალისტებისა და ოპერატორების სარჩელი, რომელშიც მედიის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.

მოსარჩელეებს იურიდიულ დახმარებას "მედიაომბუდსმენი" გაუწევს.

როგორც ცნობილია, აქციების გაშუქების დროს, ჟურნალისტები და ოპერატორები ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის სამიზნე გახდნენ. სამართალდამცავთა მხრიდან გამოყენებული იქნა წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. მედიის წარმომადგენელთა მიმართ გამოყენებული ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო დაუყოვნებლივ გამოძიება, თუმცა დამნაშავე პირები ამ დრომდე არ გამოვლენილან.

"მედიაომბუდსმენის" აპარატი მიიჩნევს, რომ აქციების დროს მედიის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ფაქტები მკაფიოდ მიუთითებს იმ სისტემურ პრობლემებზე, რომლებიც ჟურნალისტური საქმიანობის ნაწილია საქართველოში. აღნიშნული სასარჩელო დავა კი სიტყვის თავისუფლების დაცვის და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების შენარჩუნების კიდევ ერთი სამართლებრივი მცდელობაა. შესაბამისად, სარჩელის დროულად განხილვა და მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების დაცვისა და ჟურნალისტური თავისუფლების უზრუნველყოფის კონტექსტში განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს.

ჟურნალისტების და ოპერატორების ზიანის თაობაზე დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ "მედიაომბუდსმენის" შესაბამის ანგარიშს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15 ივნისს, 15:00 საათზე, ჭიათურის ცენტრში, მაღაროელები
საპროტესტო აქციას გამართავენ.
12:06 / 14.06.2025

15 ივნისს, 15:00 საათზე, ჭიათურის ცენტრში, მაღაროელები საპროტესტო აქციას გამართავენ.

შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
11:03 / 14.06.2025
შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.