ახალი ამბები
ქუთაისში სამედიცინო ნარჩენების უტილიზაცია მოხდება
FaceBook
ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა და ამავე დროს კლინიკა "ლჯ"-ის ხელმძღვანელმა ზაზა ლომინაძემ "ქუთაისიპოსტთან" განმარტა.
ქუთაისში სამედიცინო ნარჩენების უტილიზაცია უახლოეს მომავალში იგეგმება. ამის შესახებ, ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა და ამავე დროს კლინიკა "ლჯ"-ის ხელმძღვანელმა ზაზა ლომინაძემ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტა.

კლინიკის ხელმძღვანელის განმარტებით, სამედიცინო ნარჩენების გაუვნებელყოფა ავტოქარხნის დასახლებაში დაგეგმილი ტუბერკულოზის, ინფექციურ სნეულებათა და შიდსის დაავადებათა ახალი ცენტრის მიმდებარედ მოხდება.

"ამ მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს, რადგან ამ დროისთვის სამედიცინო ნარჩენების გატანა დასავლეთ საქართველოდან ცენტრალიზებულად, თბილისში ხდება", - ამბობს ზაზა ლომინაძე.

ქუთაისში, ავტოქარხნის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ტუბერკულოზის, ინფექციურ სნეულებათა და შიდსის დაავადებათა ახალი ცენტრის მშენებლობა იგეგმება.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
13:22 / 01.05.2025
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.