ახალი ამბები
"ავტომატებით იყვნენ მისული, თანხა უნდოდათ და ოქროულობაო"- რა მოხდა ბაღდათის სოფელში
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში, უცნობი პირები ერთ-ერთ ოჯახში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები შეიჭრნენ. 

შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში, მოხდა. 

მეზობლების ინფორმაციით, სამი ნიღბიანი პირი ოჯახს თანხასა და ძვირფასს ნივთებს სთხოვდა. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ დრომდე დაუდგენელი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ სახლში მყოფ ოჯახის ერთ წევრს, რის გამოც ის კლინიკაშია მოთავსებული.

"გავიგეთ, დააყაჩაღეს ოჯახიო. ავტომატებით ყოფილან მისული, თანხა უნდოდათ და ოქროულობაო, როგორც თქვეს წაუღიათ კიდეც. ზუსტად რა მოხდა არ ვიცი",- ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

თავად ოჯახი კი დეტალებზე არ საუბრობს.

არსებული ინფორმაციით, შეიარაღებულ თავდამსხმელებს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.