ახალი ამბები
ვართ თუ არა საარჩევნო სიაში - როგორ გადავამოწმოთ მონაცემები
FaceBook
საარჩევნო სიაში საკუთარი თავის მოსაძებნად უნდა შეხვიდეთ ვებგვერდზე cesko.ge ან voters.cec.gov.ge.

ვებსაიტზე შესვლისას
გამოჩნდება "ამომრჩევლთა სია" , იქ შეხვალთ  და უნდა ჩაწეროთ თქვენი 11-ნიშნა ციფრი, ანუ პირადი ნომერი და გვარი. 

ამის შემდეგ უნდა მონიშნოთ ველი „მე არ ვარ რობოტი“ და შემდეგ ღილაკი „ძებნა“.




თუ საარჩევნო სიაში ხართ, გამოჩნდება თქვენი მონაცემები: სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი და ის საარჩევნო უბანი, სადაც არჩევნებზე ხმის მისაცემად უნდა გამოცხადდეთ.

ამ მონაცემების ქვეშ ასევე გამოჩნდება წარწერა: „ამ მისამართზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სია“, რომელზე ხელის დაჭერის შემდეგაც შეგიძლიათ, გადაამოწმოთ თქვენი ოჯახის წევრების მონაცემებიც.

საარჩევნო სიაში ყოფნის შემთხვევაში, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, სახლში საინფორმაციო ბარათსაც მიიღებთ, რომელიც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, სად არის თქვენი ოლქი.

განახლებული სია ცესკოს არჩევნებამდე 19 დღით ადრე (7 ოქტომბრამდე) ეგზავნება, ამ ვადის გასვლის შემდეგ მასში ცვლილების შეტანა შეუძლებელია.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:42 / 17.08.2025
"ვიდრე ბიჭები არ გამოვლენ ციხიდან, ეს კარავი აქ იქნება, პროტესტის მუხტი აქ იქნება", -
აცხადებს მაღაროელი, ჭიათურის პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე ტარიელ მიქაცაძე "მაუწყებელთან" ინტერვიუში.
15:10 / 16.08.2025
"თქვენ მარტო არ ხართ. ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება თქვენ გვერდით დგას. ვგმობთ ანტიკონსტიტუციურ თავდასხმებს თქვენ მიმართ და ვიზიარებთ, რომ თქვენი ბრძოლა ემსახურება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისაც საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული მომავლის სჯერა",- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც16 აგვისტოს სამოქალაქო საზოგადოების 34-მა წარმომადგენელმა გაავრცელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.