ახალი ამბები
ქუთაისში საარჩევნო უბნები გაიხსნა
FaceBook
ქუთაისში, დღეს, 26 სექტემბერს, 71-ვე საარჩევნო უბანი ოფიციალურად გაიხსნა.
დღესვე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა ეთიკის კოდექს ხელი მოაწერეს. 

ისინი ამ ხელოწერით თანხმდებიან, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით და აღნიშნული ეთიკის კოდექსით იხელმძღვანელებენ.

"ყველა უბანი დღეს გაიხსნა ოფიციალურად. 71-ვე უბანზე მისული არიან კომისიის  წევრები, ხელმძღვანელი პირები. დღეს, 14:00 საათზე, ეთიკის კოდექსაც მოაწერეს ხელი უბნის კომისიის წევრებმა",- განმარტა ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ლარინა ლალიაშვილმა.

ეთიკის კოდექს ხელი მოაწერეს #16 საარჩევნო უბანზეც, რომელიც ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის შენობაშია გახსნილი.

უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მაია ცხვედიანის თქმით, საარჩევნო უბანი ყოველდღე, დილის 10:00 საათიდან და 18:00 საათამდე იმუშავებს. 

"დღეში ორი ადამიანი იქნება მორიგე - 10:00-დან 14:00 საათამდე ერთი, 14:00-დან 18:00 საათამდე - მეორე. ვიმუშავებთ ეთიკის კოდექსის წესების დაცვით და ნორმალურად ჩავატარებთ არჩევნებს", -  განმარტა მან. 

დღესვე ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა სიები, ამომრჩეველთა სიების გაცნობისა და სიებთან დაკავშირებით საჩივრის შეტანის წესი გამოიკრა.

იმ მოქალაქეებმა, რომლებიც ხმის მიცემას გადასატანი საარჩევნო ყუთით აპირებენ, საუბნო საარჩევნო კომისიებს 15 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით უნდა მიმართონ.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ეთიკის კოდექსით, ხელმომწერი წვერი პატივს უნდა სცემდეს კანონს; უნდა დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალიტეტი; უნდა იყოს კეთილსინდისიერი, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ობიექტური; უნდა იყოს პროფესიონალი; უნდა იყოს თავაზიანი, კოლეგიალური და კომუნიკაბელური; უნდა მოქმედებდეს ღიად და გამჭვირვალედ.

ქუთაისში, ამ დროისთვის, 152 497 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

26 ოქტომბერს, საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.


ამავე თემაზე:


ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა ეთიკის დოკუმენტს ხელი მოაწერეს

საარჩევნო უბნები, რომლებიც ქუთაისში, 26 ოქტომბერს, გაიხსნება (ჩამონათვალი)

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც უკვე მეშვიდე დღეა,
22:15 / 04.12.2024
სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც უკვე მეშვიდე დღეა, "ქართული ოცნების" მიერ საგარეო კურსის ცვლილებას აპროტესტებენ, აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს.
15:16 / 04.12.2024
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, კომპანია "ენკას" მიერ საარბიტრაჟო დავის მოგების შემდეგ აცხადებს, რომ რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობა უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაშალეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.