ახალი ამბები
საარჩევნო უბნები, რომლებიც ქუთაისში, 26 ოქტომბერს, გაიხსნება (ჩამონათვალი)
FaceBook
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ქუთაისში, 71 უბანი გაიხსნება, ქალაქში ყველა უბანზე ხმის მიცემა ელექტრონული სისტემით მოხდება. 
საარჩევნო უბნები, ძირითადად, ქალაქის საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების შენობებში განთავსდება. 

კერძოდ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, უბნები შემდეგ მისამართებე იქნება:





წელს, პირველად, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება. წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები ასევე, მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ის ჩატარდება ელექტრონული საშუალებებით, რომლის გამოყენებასაც ამომრჩეველთა თითქმის 90% შეძლებს. ამომრჩევლები ოთხი წლის ვადით საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს პროპორციული წესით აირჩევენ.

ცესკოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, სულ გაიხსნება 3030 საარჩევნო უბანი, მათ შორის 2262 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 768 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. 

ამ დროისთვის, არჩევნებისთვის 27 საარჩევნო სუბიექტია რეგისტირებული. მათ შორის, პარტია: „საქართველო“, „მესამე გზა“, საქართველოს ლეიბორისტული პარტია, „გახარია საქართველოსთვის“, „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“,  საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია, სამართლიანობისთვის,  „ანა დოლიძე-ხალხისთვის“, თავისუფალი საქართველო,  „მემარცხენე ალიანსი“ , „შეცვალე საქართველო“ , „დემოკრატთა ალიანსი“, ტრიბუნა , „მწვანეთა პარტია“, „თავისუფალი არჩევანი - ახალი ალტერნატივა“, „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“,  ქართველ ერთობა,  „კი ევროპას“ ,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო,  „გირჩი“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“,  „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპელი დემოკრატები“,  „ახალი ერთობა გვარამია მელია“,  „მოქალაქეები“, ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!,  „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა".

საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს 26 სეტემბრამდე, არჩევნებამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა უნდა წარუდგინოს.

აღსანიშნავია, რომ ეს არჩევნები იქნება პირველი საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ქვეშ გაიმართება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო
მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
10:41 / 08.10.2024
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე
ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები
აშენდეს.
16:00 / 07.10.2024
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები აშენდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.