ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას გაერთიანებისკენ მოუწოდებს
FaceBook
"გადაწყვეტილება, ორი პროევროპული ძალის - "ძლიერი საქართველო" და პარტია "გიორგი გახარია საქართველოსთვის", მათ ხელშია", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც 16 ოქტომბერს ათონელის რეზიდენციაში გამართა.

მან ორ პოლიტიკურ ძალას კოალიცია "ძლიერი საქართველოსა" და პარტია "გიორგი გახარია საქართველოსთვის" გაერთიანებისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიაში გარდამტეხია არჩევნები ახლოვდება და მოქალაქეებმა უნდა მიიღონ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს მომავალს.

"ეს არჩევანი განსაზღვრავს იმას, იქნება ჩვენი მომავალი ევროპა თუ ვიქნებით რუსეთის გავლენის ქვეშ, რისკენაც გვიბიძგებს ბიძინა ივანიშვილი", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩევანის გამარტივება. საამისოდ, უნდა იყოს პოზიტიური მესამე ცენტრი, რომელსაც ელოდება გადაუწყვეტელი ამომრჩეველი დ ა რომელსაც უნარი აქვს გააჩინოს საზოგადოებაში სრული მობილიზაციისთვის საჭირო მუხტი, აღნIშნა პრეზიდენტმა.

"გადაწყვეტილება, ორი პროევროპული ძალის - "ძლიერი საქართველო" და პარტია "გახარია საქართველოსთვის" მათ ხელშია. ვიმედოვნებ, ამ მნიშვენლოვან ეტაპზე მათ გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამომრჩეველს მეტ სიცხადეს, გარკევულობას და ძალის განცდას მისცემს. "

პრეზიდენტის თქმით, გაერთიანების ეს ფაქტი დაარწუნებს ამომრჩევლებს, რომ პარტიებს ქვეყნის გადარჩენისთვის ბევრი რამის დათმობა შეუძლიათ.

"მივესალმები მამუკა ხაზარაძის საჯაროდ გამოთქმულ მზადყოფნას და ასეთივე მზაობას, ვიცი რომ არსებობს, გიორგი გახარიას მხრიდან".

პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში მიიწვია ორივე პოლიტიკური ძალა, მოლაპარაკებების ბოლო ეტაპისთვის.

პრეზიდენტის თქმით, პოლიტიკოსები მათთან ხვალ, 17 სექტემბერს, უნდა მივიდნენ.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო
მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
10:41 / 08.10.2024
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე
ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები
აშენდეს.
16:00 / 07.10.2024
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები აშენდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.