ახალი ამბები
"ჩვენ ამისგან ვაკეთებთ" - საქართველოსა და USAID-ის თანამშრომლობის “არაჩვეულებრივი გამოფენა”
FaceBook
არაჩვეულებრივი თანამშრომლობის, არაჩვეულებრივი პროექტების, არაჩვეულებრივი ხალხის არაჩვეულებრივი გამოფენა - ანუ პასუხი იმაზე, რა გააკეთეს ქართველებმა ამერიკელ ხალხთან თანამშრომლობით - ქუთაისში, USAID-სა და საქართველოს 32-წლიანი თანამშრომლობისთვის მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ქუთაისელები და ქალაქის ვიზიტორები ესტუმრნენ ქართულ ტრადიციულ სუფრას, მოუსმინეს თამადას, გაიცნეს თანამოქალაქეები, რომლებმაც USAID-ის მხარდაჭერით იმერეთის რეგიონში სხვადასხვა სფეროში წარმატებული პროექტები განახორციელეს, მათ შორის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები, ადგილობრივი მეწარმეები, არასამთავრობო ორგანიზაცები, რომლებიც საკუთარ გარემოს, ქალაქს და რეგიონს უკეთესობისკენ ცვლიან.







თანამედროვეობისა და ტრადიციის შეწრყმის ყველაზე კარგი მაგალითი მოლაპარაკე ციფრული ქვევრი გახდა. გამოფენის მონაწილეებს შეეძლოთ ქართული ტრადიციული ღვინის ჭურჭლთან ესაუბრათ და საქართველოსა და USAID - ის თანამშრომლობის, ისტორიის, განხორციელებული პროექტებისა და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ ინფორმაცია მიეღოთ.





USAID საქართველოსთან და მის მოქალაქეებთან 1992 წლიდან თანამშრომლობს. ამ დროის განმავლობაში ორგანიზაციამ ამერიკელი ხალხის საშუალებით, $1.9 მილიარდი დოლარის მხარდაჭერა გაუწია ქვეყანას. USAID, როგორც აშშ-ს მთავრობის ნაწილი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს და მისი მიზანია დაეხმაროს ქვეყანას გახდეს უფრო უსაფრთხო, წარმატებული, დემოკრატიული და ევროპასთან მჭიდროდ ინტეგრირებული პარტნიორი.

საქართველოსა USAID-ის თანამშრომლობაზე სასაუბროდ “არაჩვეულებრივი გამოფენა” საქართველოს სხვა კუთხეებსაც ესტუმრება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11:50 / 30.08.2025
"ევროკავშირი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააუქმოს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება",-

ამის შესახებ განცხადებას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი, ანიტა ჰიპერი ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება ფუნდამენტურ უფლებებზე მორიგი თავდასხმა და სასამართლო სისტემის, როგორც რეპრესიის ინსტრუმენტის, გამოყენებაა.

“ეს ფინანსური განზრახ გაგუდვის მეშვეობით პოლიტიკური დევნის აქტია, რომლის მიზანია, გააჩუმოს და დასაჯოს განსხვავებული აზრი.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არა სახელმწიფოს მტრები, არამედ დემოკრატიული პლურალიზმისა და ანგარიშვალდებულების ხერხემალია. წლების მანძილზე საქართველოს ენერგიული სამოქალაქო საზოგადოება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მამოძრავებელი ძალა იყო, რომელსაც ხელშესახები სარგებელი მოჰქონდა თავისი მოქალაქეებისთვის. ამ ორგანიზაციების მიზანში ამოღება ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და ძირს უთხრის საბაზისო პრინციპებს, რომლებსაც კანდიდატი ქვეყნისგან მოელიან.

ევროკავშირი მყარად უდგას გვერდში საქართველოს გამძლე და მამაც სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც მთავრობის მხრიდან მზარდი რეპრესიების მიუხედავად აგრძელებს მოქალაქეებისთვის მსახურებას”, - განაცხადა ჰიპერმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაყადაღებულია: „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“-ს , „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებ“-ის , „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“-ს, „დემოკრატიის მცველები“-ს , „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“-ს , „საფარი“-ს და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“-ს საბანკო ანგარიშები.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.