ახალი ამბები
„ევროპა არის სივრცე, სადაც მთავარი ღირებულება არის ადამიანი“- დათო ტურაშვილი
FaceBook
"ლიტერატურა არის ყველაზე კარგი მთხრობელი ამა თუ იმ ხალხისა და ქვეყნის ისტორიის", - აღნიშნა მწერალმა დავით ტურაშვილმა ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე.

სხვადასხვა სფეროს აქტივისტების მიერ დაფუძნებული მოძრაობის "აირჩიე ევროპა" წარმომადგენლები ქუთაისს ეწვივნენ და ქუთაისელ საზოგადოებას შეხვდნენ,შეხვბედრის მიზანი იყო კიდევ ერთხელ იმის გააზრება რატომ არის საქართველო ევროპა და რატომ არის ევროპელობა საქართველოს ისტორიული არჩევანი.

ამის შესახებ მონპლაზირის ტერიტორიაზე შეკრებილ მსმენელებს მწერალები დავით გორგილაძე დ ა დავით ტურაშვილმა ესაუბრეს.


ევროპულ ღირებულებებთან ერთობას დავით ტურაშვილი უძველეს ტექსტებში პოულობს.
"საგულდაგულოდ რომ ფურცლოთ მსოფლიო ლიტერატურა ვერსად ნახავთ მეხუთე საუკუნის ქართული რომანის "შუშანიკის წამების" გარდა სხვას, ქალი რომ ასე ხმამაღლა ლაპარაკობდეს ქალის უფლებებზე", - ამბობს მწერალი.
მწერლისთვის ასევე მთავარ ტექსტს წარმოადგენს ვეფხისტყაოსანი, სადაც ყველა ის ღირებულება საუკუნეებით ადრე არის გაჟღერებული, რასაც დღეს ეფუძნება ევროკავშირი.

რაც წარმოადგენს ევროპული სახელმწიფოების ქვაკუთხედს.

"თინათინი აგზავნის ავთანდილს იმ ადამიანის მოსაძებნად იმ ადამიანის ბედის გადასაწყვეტად ვინც მდინარის პირას ტირის. აქედან იწყება მართლა რენესენსი. და რა არის რენესასნსი? ევროპული ცივილიზაცია რა არის? გარდა არჩევნის თვაისულფელაბისა, ეს არის ადამიანი. ერთი კონკრეტული ადამიანი და მისი ბედი. ყველაზე კარგი სახელმწიფოები ისინი, სადაც ადამიანი არის მთავარი ღირებულება. ევროპის სახელმწიფოს რომელიმე მოქალაქეს რომ ხიწვი შეერჭოს მთელი ქვეყანა ამ ხიწვის გამოსაძრობად იზრუნებს და რაც "ვეფხისტყაოსანში" ხდება არის ის, რაც უსწრებს ევროპულ რენესანსს. ერთი ადამიანის გამო ავთანდილი ყველაფერს ტოვებს და თინათინი სამი წელი და სამი თვე ელოდება... "ვეფხისყაოსნის" მსგავსად ევროპა არის სივრცე, სადაც მთავარი ღიებულება არის ადამიანი, ", - ამბობს დავით ტურაშვილი.



ასეთია თანამედროვე ევროპული სახელმწიფო, რომელის ნაწილიც უნდა გამხდარიყო საქართველო და რა უფლებაც მიიტაცა რუსულმა საბჭოთა იმპერიამ. სახელმწიფო დავკარგეთ და ბოლო 200 წელი ვერ ვქმნით სახელმწიფოს სადაც მთავარი ღირებულება იქნება ადამიანი, მიაჩნია დავით ტურაშვილს.

"არა მასები, არა ხალხთა ბედნიერება, არამედ ერთი, კონკრეტული ადამიანის უფლებები. სადაც ხელისუფლება ლაპარაკობს ხალხთა ბედნიერებაზე იქ აუცილებლად რეჟიმით მთავრდება. მთელი კაცობრიობის ისტორია ეს არის. და პირიქით იმ ქვეყანაში სადაც მთავარია ადამიანი როგორც ავთანდილისთვის არის ტარიელი მთავარი, როგორც თინათინისთვის ერთი ადამიანის გადარჩენა, ერთ ადმიანზე ზრუნვაა ყველაზე მთავარი ის არის ძალიან მაგარი სახელმწიფო. ზუსტად ეს გვინდა შოთა რუსთაველთან დავბრუნდეთ. რასაც შოთა რუსთაველი ამბობს პროლოგშივე: გვაქვს უთვალავი ფერითა, სწორედ ეს გვინდა. ეს ის ღირებულებებია, რასაც მე-20 საუკუნის ბოლოს დაეფუძნა ევროკავშირი. რომელიც ჩვენ მვგონია ახალი დ ა უცხოა ჩვენთვის. არაფერი ახალი ამაში არ არის, პირიქით ეს არის კარგად დავიწყებული ძველი ქართული ღირებულებები და ამის გადასარევი მაგალითია მე- 12 საუკუნეში დაწერილი ვეფხისტყაოსანი. ბევრი კარგი წიგნი დაიწერა იმ ეპოქაში სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ ასე რომ ლაპარაკობდეს ავტორი თანასწორობაზე ეგეთი რამ არ არსებობს და ჩვენი გამოცდილება არის ზუსტად თანასწორობის გამოცდილება", - მიაჩნია დავით ტურაშვილს.

მწერალი ხაზს უსვამს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე იმაზე კი არ უნდა იყოს ლაპარაკი ვის უნდა მივცეთ ხმა,არამედ რას უნდა მივცეთ: უნდა მივცეთ თავისუფლებას, თანასწორობას კეთილდღეობას, რაზეც ამბობს "ვეფხისტყაოსანში" შოთა და რასაც ეფუძნება ევროკავშირი.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში, უცნობი პირები ერთ-ერთ ოჯახში
ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები შეიჭრნენ. 
16:25 / 04.10.2024
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში, უცნობი პირები ერთ-ერთ ოჯახში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები შეიჭრნენ. 
ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენი ბილიკის მშენებლობასა და
საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, 2024-2027 წლებში, 237
მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.
12:51 / 04.10.2024
ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენი ბილიკის მშენებლობასა და საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, 2024-2027 წლებში, 237 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.