ახალი ამბები
8 თვეა ხელფასი არ მიგვიღია - საბავშო ბაღის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები ხელფასს ითხოვენ
FaceBook
ბაღის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების 8 თვის სახელფასო დავალიანება 24 800 ლარს შეადგენს.
ქუთაისში საბავშო ბაღის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები სახელფასო ანაზღაურებას ითხოვენ.

ქუთაისში ავტოქარხნის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა გასულ წელს დასრულდა. თუმცა, დასაქმებული მუშები აცხადებენ, რომ მათ ამ დრომდე ხელფასი არ მიუღიათ.

"საბავშო ბაღი დღეს ფუნქციონირებს, მერიამ ჩაიბარა მშენებლობა, მაგრამ 8 თვეა ხელფასი არ მიგვიღია. ამ დრომდე უშედეგოდ ვითხოვთ შემსრულებელი კომპანიისგან ხელფასს. ტელეფონზე ვუკავშირდებოდით, კომპანიის დირექტორმა ავთანდილ კაპანაძემ დაგვპირდა თანხის გადახდას ნოემბრისთვის, თუმცა მას შემდეგ ეს ადამიანი გაქრა," - აცხადებს საბავშვო ბაღის მშენებლობაზე დასაქმებული, ვასილ ნადირაძე.

გასულ წელს ავტოქარხანაში ახალი ბაღის მშენებლობისთვის ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანიამ "ჯი-აი-თი 2007" გაიმარჯვა. ტენდერის საწყისი ღირებულება 499 126 ლარს შეადგენდა, გამარჯვებულმა კი სამუშაოების შესრულებაში ბიუჯეტიდან 494 000 ლარი მიიღო. თუმცა, საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები ქვეკონტრაქტორმა კომპანიამ "ლინი" განახორციელა.

შპს "ლინის" წარმომადგენელი, ზვიად ბართაია ქუთაისპოსტთან საუბარში განმარტავს, რომ თანხა დამკვეთისგან მიღებულია, თუმცა მათ პრობლემა თანხის მიუღებლობის შესახებ კომპანია "ჯი-აი-თი 2007"-თან შეექმნათ, რომელმაც თანხა ამ დრომდე არ ჩარიცხა.

"სასამართლოს უნდა მივმართო, მაგრამ ჩვენი კომპანიაც ამ დროისთვის ისეთ ფინანსურ კრიზისშია, ბაჟის გადასახდელი თანხაც კი არ გვაქვს," - განაცხადა ზვიად ბართაიამ.

საბავშვო ბაღის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა დახმარებისთვის საქართველოს პარლამენტის წევრს, გია თევდორაძეს მიმართეს. თევდორაძე განმარტავს, რომ მან თავის მხრივ, მუშების სახელფასო დავალიანების დაკმაყოფილების თხოვნით შემსრულებელ კომპანიას მიმართა.

"ამ ადამიანებმა თავინთი ხელებით და შრომით ააშენეს ეს დაწესებულება. მივმართავ საქართველოს პროკურატურას მოხდეს მათი დაკმაყოფილება და ნუ დატოვებენ მათ ოჯახებს ლუკმა-პურის გარეშე. ეს თემა იმსახურებს დაინტერესებას კომპეტენტური ორგანოების მხრიდან," - აცხადებს გია თევდორაძე.

ბაღის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების 8 თვის სახელფასო დავალიანება საერთო ჯამში 24 800 ლარს შეადგენს.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.