ახალი ამბები
ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლის განხორციელებაც ქუთაისში წლის ბოლომდე იგეგმება
FaceBook
ქუთაისის ბიუჯეტი 3 მილიონ 200 ათასი  ლარით იზრდება.
როგორც მერიის მუნიციპალური და საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა ანტონ ჩიხლაძემ განმარტა, აღნიშნული თანხა რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ გამოიყო და ინფრასტრუქტურულ მიმართულებას მოხმარდება.

საუბარია 11 პროექტზე, რომელიც, მისივე თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა. 

ამ თანხით შემდეგი  ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა განხორციელდეს:

ტყიბულის ქუჩის მე-6 ჩიხის საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა;

დავით და კონსტანტინეს ქუჩის პირველი შესახვევის გზის და კედლის რეაბილიტაცია;

კიბულის ქუჩის ბოლო მონაკვეთიდან, მწვანეყვავილას ქუჩის გავლით სანიაღვრე ქსელის მოწყობა;

ზ. გამსახურდიას გამზირის #17 ბინის ფასადის რეაბილიტაცია;

#35 სკოლასთან მისასვლელი გზის მშენებლობა;

ნიკო მუსხელიშვილის ქუჩაზე მდებარე სანიაღვრე არხის კალაპოტის, არხის გასწვრივ ტროტუარისა და გამწვანების მოწყობა;

მესხიშვილის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია;

ლიფტების რეაბილიტაცია;

ანტონ კათალოკოსის ქუჩის ღვარსადენის ქსელის რეაბილიტაცია; 

ახალგაზრდობის მე-7 შესახვევის ბოლო მონაკვეთის საგზაო ინფრასტრუქტურა;

გორკის ქუჩის #18-თან საყრდენი კედლის მოწყობა;

როგორც მერიაში განმარტავენ, აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად ტენდერებს უახლოეს მომავალში გამოაცხადებენ, შემდეგ კი სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. 

"მაქსიმალურად ვეცდებით, რომ წლის ბოლომდე დავასრულოთ ეს პროექტები",- განმარტა ანტონ ჩიხლაძემ. 

სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ჭიათურაში მაღაროელები უკვე მე-200 დღეა, ქუჩაში არიან გამოსული და
სამართლიანი და ღირსეული სამუშაო გარემოსთვის იბრძვიან.
12:54 / 15.09.2025
ჭიათურაში მაღაროელები უკვე მე-200 დღეა, ქუჩაში არიან გამოსული და სამართლიანი და ღირსეული სამუშაო გარემოსთვის იბრძვიან.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების
შესაბამისად, 1-ელი ოქტომბრიდან CE, DE კატეგორიების და C1E, D1E
ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები
გამოცდების პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.
12:47 / 15.09.2025
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 1-ელი ოქტომბრიდან CE, DE კატეგორიების და C1E, D1E ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდების პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.