ახალი ამბები
ქუთაისის ბაგა-ბაღებში საზაფხულო არდადეგები დაიწყო - ფუნქციონირებს ორი მორიგე ბაღი
FaceBook
ქუთაისის საბავშვო ბაღებში საზაფხულო არდადეგები უკვე დაიწყო.

ქალაქის სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 28 ივნისს შეწყდა.

ა(ა)იპ "ბაგა–ბაღების გაერთიანების“ ხელმძღვანელის, დავით წიტაიშვილის განმარტებით, ქუთაისში, ამჟამად, ორი მორიგე ბაღი იმუშავებს.

N13 და N8 საბავშვო ბაღები ზაფხულში ერთი თვის განმავლობაში მიიღებს აღსაზრდელებს.

ქუთაისის ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი სექტემბრის შუა რიცხვებიდან განახლდება.

ქუთაისის მერიის ა(ა)იპ "ბაგა–ბაღების გაერთიანებაში" სულ 37 ფილიალია, სადაც 7 552 აღსაზრდელია რეგისტრირებული.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მდინარე ოღასკურას კალაპოტის მეხუთე მონაკვეთის
რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
12:23 / 18.06.2026
ქუთაისში, მდინარე ოღასკურას კალაპოტის მეხუთე მონაკვეთის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
საქართველოს პროკურატურამ ბაღდათში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ
პროექტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა, ხოლო ერთ პირს ბრალი მოწმის
სახით გამოსაკითხ პირზე ზემოქმედების ფაქტზე წარუდგინა.
15:38 / 17.06.2026

საქართველოს პროკურატურამ ბაღდათში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა, ხოლო ერთ პირს ბრალი მოწმის სახით გამოსაკითხ პირზე ზემოქმედების ფაქტზე წარუდგინა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.