ახალი ამბები
"სულიკოს" ყოფილი შენობის ადგილზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაიწყო
FaceBook
ქუთაისში, კინოთეატრის, "სულიკოს" ყოფილი შენობის ადგილას მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს.

12-სართულიანი მრავალფუნქციური ობიექტის სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ლურჯი ჰაუსი“ ახორციელებს.


ასე გამოიყურება ახლა ტერიტორია, სადაც "სულიკოს" ყოფილი შენობა იყო განთავსებული


კინოთეატრის ყოფილი შენობა, სადაც წლების განმავლობაში ,,ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი’’ ფუნქციონირებდა, კერძო პირმა ვიტალი ონიანმა იყიდა. თუ რა ფასად შეიძინა, ამას ახალი მფლობელი არ აკონკრეტებს.

ირაკლი აბაშიძის გამზირი 14ა-ში მდებარე "სულიკოს" შენობა 80-იან წლებში აშენდა. ობიექტი თავიდნვე კინოთეატრისთვის იყო გათვალისწინებული.

ადგილზე "სულიკო" 1982 წელს გაიხსნა, რომელმაც მხოლოდ 5 წელი იარსება. 2004 წლიდან შენობა კერძო მესაკუთრის ხელში გადავიდა, რის შემდეგაც იქ სხვადასხვა გასართობი ცენტრი გაიხსნა. 2013 წლიდან კი ადგილზე "ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი’’ იყო განთავსებული.


ამავე თემაზე:

"სულიკოს" ყოფილ შენობას ანგრევენ

"სულიკოს" ყოფილი შენობის ადგილზე, შესაძლოა, 12-სართულიანი კორპუსი აშენდეს

ყოფილ კინოთეატრ ,,სულიკოს’’ შენობას დაანგრევენ

ყოფილი კინოთეატრის ,,სულიკოს’’ შენობა გაიყიდა


"ნაცნობი-უცნობი ქუთაისი" - რა ისტორია უკავშირდება ქუთაისში გასართობ ცენტრ "სულიკოს" ყოფილ შენობას?
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ
დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს
თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.
16:49 / 10.09.2026

„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი
საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და
მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ
არის.
14:16 / 07.09.2026
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ არის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.