ახალი ამბები
დაზიანებულია 26 სახლი, ელექტროენერგია არ მიეწოდება 5 სოფელს - სტიქიის შედეგები იმერეთში
FaceBook
9 ივნისს მოსული სტიქიის შედეგად, იმერეთის ხუთი მუნიციპალიტეტი დაზარალდა.
როგორც იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, სტიქიამ ყველაზე მეტად ზესტაფონისა და ბაღდათის მოსახლეობა დააზარალა.

მისივე თქმით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა სოფელ მეორე სვირსა და ობჩაში, სადაც მნიშვნელოვნადაა დაზიანებული სახლები და სახნავ-სათესი მიწები.

„ამ ეტაპზე, იმერეთში 26 საცხოვრებელი სახლი გვაქვს დაზიანებული. 7 სოფელს არ მიეწოდებოდა ელექტოენერგია, საიდანაც ორ სოფელში უკვე აღდგენილია და დღის ბოლომდე 5-შიც აღდგება. ვნახულობთ ზარალის ოდენობას, მუნიციპალიტეტები ითვლიან და გარკვეული დროის შემდეგ გვექნება ზუსტი ინფორმაცია“,- განმარტა ზვიად შალამბერიძემ.


ჩამონგრეული ჭერი ზესტაფონის სოფელ მეორე სვირში

9 ივნისს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ, წვიმამ და ქარმა იმერეთის მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმა (ზოგან ძლიერი), ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება 10 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.


ამავე თემაზე:


"ყველაფერი გააფუჭა, ხილი, ვენახი, ყანა" - იმერეთში სტიქიის შედეგებს ითვლიან
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს, დასავლეთ
საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე, აღმოსავლეთ
საქართველოში, მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის
სახით.
14:15 / 16.01.2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს, დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე, აღმოსავლეთ საქართველოში, მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით.
ქუთაისში, მონპლაზირის ტერიტორიაზე არსებული მოედნის (საფეხმავლო
სივრცის) რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის საჭირო
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას (თანმდევი
ექსპერტიზით) შპს
12:55 / 16.01.2026
ქუთაისში, მონპლაზირის ტერიტორიაზე არსებული მოედნის (საფეხმავლო სივრცის) რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას (თანმდევი ექსპერტიზით) შპს "ბიზნეს-ინჟინერთა კავშირი" განახორციელებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.