ახალი ამბები
სურსათის სააგენტო მოსახლეობას განუმარტავს, რას უნდა მიაქციონ ყურადღება სააღდგომოდ სურსათის შეძენისას
FaceBook

სურსათის ეროვნული სააგენტო, აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს.


სააგენტო საზოგადოებას მოუწოდებს, მალფუჭებადი და მაღალი რისკის სურსათი შეიძინოს მხოლოდ ორგანიზებული ვაჭრობის პირობებში, ისეთ სარეალიზაციო ობიექტებში, სადაც დაცულია შენახვისა და რეალიზაციის მოთხოვნები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. სააგენტო ასევე განმარტავს რას უნდა მიაქციონ მყიდველებმა ყურადღება ხორცისა და კვერცხის შეძენის დროს.


სააგენტოს ცნობით , ხორცის შეძენისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს:

შენახვისა და განთავსების პირობებს

ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით - 7-დან 10 გრადუსამდე; შენახვის ვადა 48 საათია.

სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ხორცი.

ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას იმ მაცივარზე, რომელშიც ინახება სურსათი.

გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:


თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან ("წარმოშობა − საქართველო"), მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;

თუ ხორცი იმპორტირებულია, მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყანა და მწარმოებელი;

ქვეყნის დასახელება (სადაც მდებარეობს სასაკლაო), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); ასევე დამზადების თარიღი და საათი.

კვერცხის შეძენისას ყურადღება უნდა მიექცეს:

შენახვისა და რეალიზაციის პირობებს, ვარგისიანობის ვადას, ეტიკეტს, რომელზეც დატანილი უნდა იყოს ინფორმაცია კვერცხის წარმოშობის ქვეყნისა და დადების თარიღის შესახებ.

მომხმარებლისათვის კვერცხის მიწოდება უნდა განხორციელდეს მისი დადებიდან 21 დღის განმავლობაში, ხოლო თუ კვერცხი ინახება 0°ჩ-დან 10°ჩმდე, მისი გამოყენება შესაძლოა მისი დადებიდან 1 თვის განმავლობაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტებისგან ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია.

აღდგომის დღესასწაულის მართმადიდებლური სამყარო 5 მაისს აღნიშნავს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით,
17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.
11:04 / 16.05.2024
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, “საარჩევნო კოდექსში''
ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად საკრებულოს მაჟორიტარობის
კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი გაუქმებულია.
16:10 / 15.05.2024
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, “საარჩევნო კოდექსში'' ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი გაუქმებულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.