ახალი ამბები
მიშიკო მუმლაძე თავისუფალია - სასამართლო პროცესი 13 მაისამდე გადაიდო
FaceBook
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.
სასამართლო პროცესზე სამართალდაცველებმა განაცხადეს, რომ მიშიკო მუმლაძე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა და იგინებოდა.

ადვოკატებმა ამის დამადასტურებელი ჩანაწერები მოითხოვეს, რის გამოც მოსამართლემ მხარეებს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისკენ მოუწოდა და პროცესი 13 მაისამდე გადადო.

"სასამართლო ჩაინიშნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე მუხლით, რომელიც ხულიგნობას და საზოგადოებრივ წესრიგის დარღვევას ითვალისწინებს. სინამდვილეში მიშკა იყო მოედანზე და ბრუნდებოდა სახლში, რა დროსაც რამდენიმე პოლიციელმა ჩაისვა მანქანაში იმ პირობით, რომ მას მანქანამდე მიაცილებდნენ, მაგრამ ეს მიცილება აღმოჩნდა დაკავება სრულიად იუმიზეზოდ! 4 საათი ვეძებდით",-  ამბობს მუმლაძის მეუღლე სოფო საკანდელიძე.

მიშიკო მუმლაძე 166-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. 

ქუთაისის მესხიშვილის თეატრში დღეს "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონპროექტი განიხილეს.

ჩამოსულები იყვნენ უმრავლესობის ლიდერები, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარეძე, ანრი ოხანაშვილი, სოზარ სუბარი და სხვები.

შეხვედრას "ქართული ოცნების" მხადამჭერები და საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.

ამავე თემაზე:



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.