ახალი ამბები
ქუთაისში, სამოქალაქო აქტივისტი მიშიკო მუმლაძე დააკავეს
FaceBook
ქუთაისელი აქტივისტი მიშიკო მუმლაძე, რომელიც მესხიშვილის თეატრში ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაზე არ შეუშვეს, დაკავებულია.

შსს-ს ინფორმაციით, მუმლაძე 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ოჯახის წევრები, რომლებიც მუმლაძეს 4 საათზე მეტია ეძებდნენ, ახლა ქუთაისის საქალაქო სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ელოდებიან.

სამოქალაქო აქტივისტის მეუღლის, სოფო საკანდელიძის თქმით, ხელისუფლებას არ სურდა კრიტიკული შეკითხვების მოსმენა, ამიტომ პოლიციელებმა ის სიტუაციას განარიდეს.

ქუთაისის მესხიშვილის თეატრში დღეს "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონპროექტი განიხილეს.

ჩამოსულები იყვნენ უმრავლესობის ლიდერები, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარეძე, ანრი ოხანაშვილი, სოზარ სუბარი და სხვები.

შეხვედრას "ქართული ოცნების" მხადამჭერები და საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
13:22 / 01.05.2025
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.