ახალი ამბები
რეკონსტრუქცია დასრულებულია - როგორ გამოიყურება ახლადრეაბილიტირებული "ოქროს ჩარდახი"
FaceBook
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარესტავრაციო სამუშაოები შპს „მანე ლუქსმა" შეასრულა. კომპანიის დირექტორის დიმიტრი ჩხაიძის თქმით, ამ ეტაპზე დასუფთავების სამუშაოებია დარჩენილი.

"ოქროს ჩარდახის რეაბილიტაცია დასრულებულია. ბოლო, ძალიან ელემენტარული სამუშაოებია დარჩენილი, დასუფთავება და ასეთი. სრული რესტავრაცია ჩაუტარდა ჩარდახს. პროექტის მიხედვით გაკეთდა ყველაფერი, არაფერი არ შეცვლილა, ერთადერთი შემინვა იყო, რომელიც ამოვიღეთ", - განმარტა დიმიტრი ჩხაიძემ. 

ასე გამოიყურება ახლადრეაბილიტირებული "ოქროს ჩარდახი"

პროექტის ფარგლებში მოეწყო "ოქროს ჩარდახის" ეზოც



"ოქროს ჩარდახის" სარესტავრაციო სამუშაოები შპს "მანე ლუქსმა" 1 750 569 ლარის სანაცვლოდ შეასრულა. 

თავდაპირველად კი ქუთაისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია "ივერთმშენი" 955 555 ლარად ახორციელებდა, თუმცა სამუშაოების დაწყებიდან სამ თვეში მერიამ, კომპანიას, ვადებისა და აღებული პასუხისმგებლობის შეუსრულებლობის გამო, ჯერ ხელშეკრულება შეუწყვიტა, შემდეგ კი - დააჯარიმა. ამის საპასუხოდ, კომპანიის დირექტორმა ედიშერ ჯანჯულიამ ქუთაისის მერიას სასამართლოში უჩივლა.

ჯანჯულია ამბობდა, რომ მერიიდან სრულყოფილი პროექტი მიწოდებული არ ჰქონდათ და ადგილობრივი თვითმმართველობა მათთან ხელშეკრულების გასაწყვეტად საბაბს ეძებდა, ამიტომ, მათ გადაწყვეტილებას, კომპანიის გაწირვად აფასებდა.

"ივერთმშენთან" ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, ქუთაისის მერიას ობიექტის კეთილმოსაწყობად ტენდერის გამოცხადება ორჯერ მოუწია. ბოლოს გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვაში შპს „მანე ლუქსმა" გაიმარჯვა. მხარეებს შორის ხელშეკრულება კი 2023 წლის 13 ოქტომბერს, 1 752 909 ლარზე გაფორმდა.

„ოქროს ჩარდახის“ რეკონსტრუქცია გასული წლის მარტში დაიწყო. მალევე, სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით, საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც 100-მდე სხვადასხვა პროფესიის ადამიანს აერთიანებს. ისინი სამუშაოების მანამ შეჩერებას ითხოვდნენ, სანამ ძეგლის ავთენტურობის შენარჩუნებისა და რესტავრაციის ზუსტი მეთოდიკის საკითხები არ დაზუსტდებოდა. საინიციატივო ჯგუფსა და მერიის წარმომადგენლებს შორის, ადგილობრივ თვითმმართველობაში, შეხვედრაც შედგა, თუმცა შეთანხმება ვერა.


ამავე თემაზე:


"მე არ ვარ პროექტის შემცვლელი“ - ქუთაისის მერი „ოქროს ჩარდახის“ რეკონსტრუქციაზე

"არანაირი ცვლილება არ არის" - "ოქროს ჩარდახის" რეკონსტრუქცია ძველი პროექტით გრძელდება


"ოქროს ჩარდახში" სამუშაოები განახლდა - ახალ კომპანიასთან ხელშეკრულება დადებულია

"ბევრი რაღაც, ალბათ, მშენებლობის პროცესში შეიცვლება" - "ოქროს ჩარდახის" ახლადშერჩეული კომპანიის დირექტორი

„ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაციაზე მერია ტენდერს მესამედ აცხადებს

"ოქროს ჩარდახის" სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 თვეზე მეტია შეჩერებულია

ოქროს ჩარდახის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა

"ოქროს ჩარდახის" სამუშაოების შემსრულებელი კომპანია მერიას სასამართლოში უჩივის


მერიამ "ოქროს ჩარდახის" სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას ხელშეკრულება გაუწყვიტა

ოქროს ჩარდახის რეკონსტრუქცია დაიწყო
Print