ახალი ამბები
"მე არ ვარ პროექტის შემცვლელი“ - ქუთაისის მერი „ოქროს ჩარდახის“ რეკონსტრუქციაზე
FaceBook
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, ქუთაისის მერის განმარტებით, ვერ შეიცვლება.

როგორც იოსებ ხახალეიშვილმა „ქუთაისიპოსტთან“ განაცხადა, პროექტი, რომლის მიხედვითაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია/რესტავრაცია მიმდინარეობს, ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერაა მოწონებული, სადაც, მერის თქმით, თავისი საქმის პროფესიონალები მუშაობენ. 

„პროექტი ვერ შეიცვლება, მე არ ვარ პროექტის შემცვლელი. ის მოიწონა 10 პროფესიონალისგან, ექსპერზისგან შემდგარმა კომისიამ და თქვა, რომ ეს პროექტი შეეფერება ოქროს ჩარდახის რეაბილიტაციას. შემდეგ, ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი, კომპანია ასრულებს სამუშაობს, ზედამხედველობას კი უწევს ძეგლთა დაცვის სააგენტო, ვინაც მოიწონა პროექტი, ასე რომ იქ პროფესიონალები არიან“,
- განმარტავს იოსებ ხახალეიშვილი.

მისივე თქმით, ის ადამიანები, ვისაც პროექტი არ მოსწონთ, ამ საქმის ექსპერტები არ არიან.

„შეიძლება, ვიღაცას არ მოსწონდეს პროექტის მიმდინარეობა, მაგრამ ის არ იყოს ექსპერტი არ საქმის. ასე რომ, ექსპერტებს მოსწონთ, მათ ხელი მოაწერეს ამ გადაწყვეტილებას და დაველოდოთ, სულ მოკლე ხანში გვექნება რეაბილიტირებული ოქროს ჩარდახი“,- ამბობს ქუთაისის მერი.

კითხვაზე, თუკი პროექტის შეცვლას არ აპირებდნენ, მაშინ რატომ გაუწყვიტეს ხელშეკრულება "ოქროს ჩარდახის“ სარეაბილიტაციო სამუშაობის შემსრულებელ თავდაპირველ კომპანიას, მერი გვპასუხობს, რომ „ის არაკეთილსინდისიერად ასრულებდა იმას, რაც გასაკეთებელი ჰქონდა“.



„ოქროს ჩარდახის“ რეკონსტრუქციას "ივერთმშენი" 955 555 ლარად ახორციელებდა, თუმცა სამუშაოების დაწყებიდან სამ თვეში მერიამ, კომპანიას, ვადებისა და აღებული პასუხისმგებლობის შეუსრულებლობის გამო, ჯერ ხელშეკრულება შეუწყვიტა, შემდეგ კი - დააჯარიმა. ამის საპასუხოდ, კომპანიის დირექტორმა ედიშერ ჯანჯულიამ ქუთაისის მერიას სასამართლოში უჩივლა.

ჯანჯულია ამბობდა, რომ მერიიდან სრულყოფილი პროექტი მიწოდებული არ ჰქონდათ და ადგილობრივი თვითმმართველობა მათთან ხელშეკრულების გასაწყვეტად საბაბს ეძებდა, ამიტომ, მათ გადაწყვეტილებას, კომპანიის გაწირვად აფასებდა.

"ივერთმშენთან" ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, ქუთაისის მერიას ობიექტის კეთილმოსაწყობად ტენდერის გამოცხადება ორჯერ მოუწია. ბოლოს გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვაში შპს „მანე ლუქსმა" გაიმარჯვა. მხარეებს შორის ხელშეკრულება კი 2023 წლის 13 ოქტომბერს, 1 752 909 ლარზე გაფორმდა.

„ოქროს ჩარდახის“ რეკონსტრუქცია გასული წლის მარტში დაიწყო. მალევე, სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით, საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც 100-მდე სხვადასხვა პროფესიის ადამიანს აერთიანებს. ისინი სამუშაოების მანამ შეჩერებას ითხოვდნენ, სანამ ძეგლის ავთენტურობის შენარჩუნებისა და რესტავრაციის ზუსტი მეთოდიკის საკითხები არ დაზუსტდებოდა. საინიციატივო ჯგუფსა და მერიის წარმომადგენლებს შორის, ადგილობრივ თვითმმართველობაში, შეხვედრაც შედგა, თუმცა შეთანხმება ვერა. 

ამავე თემაზე:

"არანაირი ცვლილება არ არის" - "ოქროს ჩარდახის" რეკონსტრუქცია ძველი პროექტით გრძელდება

"ოქროს ჩარდახში" სამუშაოები განახლდა - ახალ კომპანიასთან ხელშეკრულება დადებულია

"ბევრი რაღაც, ალბათ, მშენებლობის პროცესში შეიცვლება" - "ოქროს ჩარდახის" ახლადშერჩეული კომპანიის დირექტორი

„ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაციაზე მერია ტენდერს მესამედ აცხადებს

"ოქროს ჩარდახის" სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 თვეზე მეტია შეჩერებულია

ოქროს ჩარდახის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა

"ოქროს ჩარდახის" სამუშაოების შემსრულებელი კომპანია მერიას სასამართლოში უჩივის

მერიამ "ოქროს ჩარდახის" სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას ხელშეკრულება გაუწყვიტა

ოქროს ჩარდახის რეკონსტრუქცია დაიწყო


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.