ახალი ამბები
ქუთაისში, შრომის ინსპექციის სამსახურის რეგიონული ოფისი გაიხსნა
FaceBook
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის საშვთა ბიუროს შენობაში, შრომის ინსპექციის სამსახურის რეგიონული ოფისი გაიხსნა.
დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსთან ერთად ოფიციალურად გახსნა.

სარჯველაძემ რეგიონული ოფისების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, ყველა სახის დარღვევაზე დროული რეაგირება და საჭირო ღონისძიებების ეფექტურად გატარება მოხდება.

შრომის ინსპექციის სამსახურის ქუთაისის ფილიალში 20-მდე პირია დასაქმებული. ისინი ადგილობრივებს როგორც შრომის უსაფრთხოების, ისე უფლებების დაცვის მიმართულებით გაუწევენ დახმარებას.

შრომის ინსპექციას ერთი რეგიონული ოფისი აჭარაში აქვს, მეორე, ცენტრალური - თბილისში, მესამე კი - უკვე ქუთაისში.

შენობაში, რომელიც სადაც ახლა შრომის ინსპექციის სამსახურის ფილიალია, 2012 წლიდან, პარლამენტის ყოფილი შენობის საშვთა ბიურო იყო განთავსებული. მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანო ქუთაისიდან თბილისიდან გადაიტანეს (2019 წლიდან), საშვთა ბიუროს შენობა უფუნქციო და მიტოვებული იყო.

პარლამენტის საშვთა ბიუროს ყოფილი შენობის სარემონტო სამუშაოებისთვის 92 595 ლარი დაიხარჯა.

ამავე თემაზე:

პარლამენტის საშვთა ბიუროს ყოფილი შენობის რემონტისთვის 100 000 ლარამდე დაიხარჯა

ქუთაისში, პარლამენტის საშვთა ბიუროს შენობაში, შრომის ინსპექციის სამსახური განთავსდება

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების
გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა
დროებით შეიზღუდება.
15:10 / 29.04.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ,
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.
13:41 / 29.04.2024
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.