ახალი ამბები
"მოიფიქრეს 100 000 ლარით გაზარდონ ბიუჯეტში საკუთარი ხარჯები"- გიგა შუშანიას ბრიფინგი
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიგა შუშანია განცხადებით, ქუთაისის მერი, ქალაქში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობის მიუხედვად, მერიის დაფინანსების 100 000 ლარით გაზრდას გეგმავს.
მისი თქმით, ან თანხიდან 70 000 ლარი მერიაში დასაქმებულთა ხელფასების ზრდას მოხმარდება, 30 000 ლარი კი - სხვა ხარჯებს.

ოპოზიციონერი დეპუტატი იოსებ ხახალეიშვილს მოუწოდებს, არ შეიტანოს ბიუჯეტში აღნიშნული ცვლილება და ეს თანხა "მადლიერების სახლის" ბენეფიციართა კვების რაციონის გაუმჯობესებას მოახმაროს. 

"მაშინ, როცა ქუთაისელები შეწუხებულები არიან კატასტროფულად გაზრდილი ფასებით საწვავსა და პროდუქტებზე, სამუშაო ადგილები ყოველდღიურად მცირდება ქალაქში და ქუთაისი იცლება, მერიამ პირველი რაც გააკეთა, მოიფიქრა, რომ 100 000 ლარით გაიზარდოს ბიუჯეტში საკუთარი ხარჯები და აქედან 70 000 ლარი დაიმატოს საკუთარ ხელფასებზე. ამის პარალელურად, ქუთაისის მერი დღემდე აფერხებს ჩვენს ინიციატივას, რომ გადაიხედოს უფასო სასადილოს ბენეფიციართა კვების რაციონი, რადგან მხოლოდ 2.15 თეთრი იხარჯება ერთ დღეში ერთი ადამიანის გამოკვებაზე. ამიტომ, მივმართავთ მერს, არ მიიღოს ეს ცვლილებები ბიუჯეტში და ეს თანხა მიმართოს ბენეფიციართა კვების გაუმჯობესებაზე, ან თვითონ დაჯდეს ამ წყალწყალა კვებაზე და ნახოს საკმარისია თუ არა ადამიანის ნორმალური გამოკვებისთვის",- ამბობა გიგა შუშანია.

ქუთაისის მერიაში შუშანიას ბრალდებას, მერიაში დასაქმებული თანამშრომლების ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით, ცრუს და არაკომპეტენტურს უწოდებენ და განმარტავენ, რომ ის საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

"ქუთაისის მერიის 350 თანამშრომელს, 2024 წლის მანძილზე, დაუფინანსდება ჯანმრთელობის დაზღვევა. ვინაიდან აღნიშნული ხარჯი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად, დაქირავებული თანამშრომლებისათვის განეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალს, ამიტომ უნდა დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით და სწორედ საშემოსავლო გადასახადის შესაბამისი თანხა აისახა შრომის ანაზღაურების მუხლში,რაც არ გულისხმობს ხელფასების მატებას",- განმარტავენ მერიის პრესსამსახურში.

ქუთაისის "მადლიერების სახლს'', ამ ეტაპზე, 650 ბენეფიციარი ჰყავს.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის
წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე
თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
17:11 / 01.05.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე
აქციის დარბევას ეხმაურება.
13:27 / 01.05.2024
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევას ეხმაურება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.