ახალი ამბები
ქუთაისელი მუსიკოსი ჯულიარდისა და მანჰეტენის სასწავლებელში უფასოდ ისწავლის
FaceBook
ქუთაისელი მუსიკოსი ნინი გიორგაძე ჯულიარდისა და მანჰეტენის სკოლის მაგისტრანტი სრული დაფინანსებით გახდა.
ნინი მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლისა და #1 სამუსიკო სკოლის კურსდამთავრებულია.

მოცარტის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, მევიოლინე ნინი გიორგაძე 6 წლიდან უკრავს.

2010 წლიდან ის ხელოვნების აკადემიის წევრი გახდა, 2012 წელს კი საქართველოს მე-5 ეროვნულ კონკურსზე იაპონიის საელჩოს სტიპენდიით დაჯილდოვდა. ნინის ასევე მიღებული აქვს ლიანა ისაკაძის სპეციალური პრიზი.

2013-2014 წლებში ის გამოდიოდა საქართველოს კამერულ ორკესტრთან ერთად გერმანიაში, ინგოლშტატში, დირიჟორ ლავარდ სკოუ-ლარსენთან ერთად. მან ასევე, მონაწილეობა მიიღო საქართველოს სიმფონიეტასთან ერთად გამართულ ტურნეზე ქვეყნის გარშემო.

ამჟამად, ნინი მანჰეტენის სამუსიკო სკოლაში ნიკოლას მანის კლასში სწავლობს.

ამ ოთხი წლის განმავლობაში, ამერიკაში, ნინიმ ლილიან ფუქსის კამერული ანსამბლის კონკურსში ორჯერ გაიმარჯვა. მასტერკლასები მიიღო შიაო ვანგისგან, მიჰაელა მარტინისგან, პიტერ შუჰმაიერისგან, კოლია ბლახერისგან. იგი ქალაქ მისტიკის კამერული ანსაბლის ფესტივალის წევრია და მიმდინარე წლის მაისში ამავე ფესტივალზე ამერიკის სიმებიან კვარტეტთან ერთად უკრავს.

2024 წლის ზაფხულში ნინი მიწვეულია თავის კვარტეტთან ერთად, როგორც ცენტრუმ პორტ ტაუნსენდის კამერული ანსაბლის ფესტივალზე, ასევე "ანკორ" სიმებიან კვარტეტის ფესტივალზე.

„ოცნების“ მიერ ინიცირებული „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეები "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ სუბიექტებად" ჩაითვლებიან.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის
სტუდენტები
18:26 / 30.04.2024
ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები "რუსული კანონის"  წინააღმდეგ, ამ წუთებში, აქცია-მსვლელობას მართავენ.
ყოფილი კინოთეატრის,  
14:18 / 30.04.2024
ყოფილი კინოთეატრის,  "სულიკოს" შენობის შეძენის შემდეგ, ბიზნესმენმა ვიტალი ონიანმა ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალის ყოფილი ტერიტორიაც იყიდა. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.