ახალი ამბები
"მოვითხოვთ გამოძიების დაწყებას ხანძრის მიზეზებზე"- გიგა შუშანია ფოსტის შენობაზე
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა შუშანია ქუთაისში, ფოსტის შენობაში გაჩენილი ხანძრის ფატზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, საზოგადოებაში არსებობს კითხვები, რომ ცეცხლი შეგნებულად გაჩნდა, რადგან შენობის გასხვისება და მის ადგილას სასტუმროს აშენება იგეგმება.

"საზოგადოებაში არის კითხვები, რომ არსებობს ვიღაც ინვესტორი, რომელიც აპირებს აქ სასტუმროს აშენებას და ხომ არ მოხდა შეგნებულად ამ ხანძრის გაჩენა, რომ იაფად ჩაიგდოს ხელში - ამას სჭირდება კარგი გამოძიება. საზოგადოებას კითხვებზე უნდა გაეცეს პასუხები: რა იყო ამ შენობის დაწვის მიზეზი, დაუდევრობა კონკრეტული სამსახურის (ფოსტის), რომელმაც ელემენტარულად ვერ მოაწესრიგა აქ არსებული მდგომარეობა, თუ შეგნებულად მოხდა ეს ყველაფერი; შენდება თუ არა ამ ისტორიული შენობის ნაცვლად რაღაც სხვა შენობა და დაკარგავს თუ არა ქუთაისი მორიგ ისტორიულ ძეგლს ივანიშვილის პარტიის მმართველობის პირობებში",- განმარტა გიგა შუშანიამ. 


ასე გამოიყურება ხანძრის შემდეგ "საქართველოს ფოსტის" შენობა





შსს-ში განმარტავენ, რომ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა რა მუხლით, ამას არ აკონკრეტებენ, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელ ობიექტში ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება, სავარაუდოდ, დაწყებული არ არის. 

თამარ მეფის ქუჩა #56-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა " საქართველოს ფოსტის" საკუთრებაშია, საიდანაც ობიექტის ირგვლივ გაჩენილ კითხვებზე პასუხების მიღება ვცადეთ, თუმცა "ფოსტაში" გვითხრეს, რომ აღნიშნულზე ოფიციალური წერილით უნდა მივმართოთ. რა გეგმები აქვთ შენობასთან დაკავშირებით, პასუხების მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

"საქართველოს ფოსტა" ორსართულიანი შენობის პირველი სართულის მხოლოდ ნაწილზეა განთავსებული. 

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე "საქართველოს ფოსტის" შენობაში ხანძარი 3 აპრილს გაჩნდა. ცეცხლი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა, რომელიც უფუნქციოა.

ხანძრის შედეგად დაზიანდა შენობის ის ნაწილიც, სადაც „საქართველოს ფოსტის" სერვის ცენტრი და საფოსტო დახარისხების ცენტრია განთავსებული. 

აღნიშნულთან დაკავშირებით "საქართველოს ფოსტამ" ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ზიანის მასშტაბის მოკვლევა მიმდინარეობს, მანამდე კი, მოქალაქეებს  დროებით მომსახურების მიღებაგამსახურდიას და წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე სერვისცენტრებიდან შეეძლებათ. 

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩის #56–ში მდებარე ისტორიული შენობა 2008 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია.

ორსართულიანი შენობა, სადაც "საქართველოს ფოსტაა" განთავსებული, ამორტიზებულია.

გასულ საუკუნეში აგებული ნაგებობის ფასადს, სადაც ადრე კავშირგაბმულობა ფუნქციონირებდა, განახლებითი სამუშაოები ბოლოს 1987 წელს ჩაუტარდა, რაც თავის მხრივ, შენობის გაფართოებას უკავშირდებოდა. მას მარჯვენა მხრიდან დამატებითი ფართი მიაშენეს, თანაბარი ვიზუალური ეფექტის მისაღწევად კი ფასადი განაახლეს და ნაცნისფრად შეღებეს. მას შემდეგ შენობის ინტერიერსა და გარე იერსახეზე არავის უზრუნია.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად,
11:31 / 02.05.2024
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულს აღნიშნავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.