ახალი ამბები
„მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ შეწყვიტოს თავდასხმა თავისუფლებაზე“ - მედიაორგანიზაციების განცხადება
FaceBook

"აგენტების შესახებ კანონის“ ხელახლა ინიციირების შემდეგ დამოუკიდებელი მედიასაშუალებები საერთო განცხადებას ავრცელებენ.


მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ რუსული კანონის მიღებას და ბოლომდე გაუწევენ წინააღმდეგობას.

"ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოგვატყუა და მწვავე სახალხო პროტესტის შედეგად ერთი წლის წინ ჩაგდებული რუსული კანონი, წინასაარჩევნოდ უკან დააბრუნა. რუსული კანონის მთავარი მიზანია დამოუკიდებელი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების განადგურება, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, ტოტალური კონტროლის დამყარება საზოგადოებრივ აზრზე, იმ მედიის გაქრობა, რომელიც ხელისუფლებას ამხელს კორუფციაში, ნეპოტიზმში, სიღატაკეში, ადამიანის უფლებების დარღვევაში, დაპირებების შეუსრულებლობაში. 

„ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონი გარიყავს ჩვენს ქვეყანას ევროპული ოჯახიდან. დაასამარებს დასავლურ მომავალს.

რუსულმა კანონმა რუსეთში უკვე გაანადგურა დამოუკიდებელი მედია და საზოგადოებრივი ორგანიზიაციები. ჩაახშო კრიტიკული აზრი, რუსი ჟურნალისტები დ ა აქტივისტები დააპატიმრეს მოკლეს და ვინც ცოცხალი გადარჩა ქვეყნიდან განდევნეს. რეჟიმის წინაშე რუსული საზოგადოება დარჩა სრულიად დაუცველი. ჩვენ არ დავუშებთ რუსული კანონის მიღებას ბოლომდე გავუწევთ მას წინააღმდეგობას. დამოუკიდებელი მედიასაშუალებები მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ შეწყვიტოს თავდასხმა თავისუფლებაზე“- წერია განცხადებაში.

"ქართული ოცნება" "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს, იგივე "რუსულ კანონს", რომელიც საზოგადოების პროტესტის შემდეგ დაახლეობით ერთი წლის წინ უკან გაიწვია, ხელახლა წარადგენს.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძის თქმით, საქართველოში კვლავაც გაუმჭვირვალე რჩება "ენჯეოების" დაფინანსების 90%-ზე მეტი, ამიტომ საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა წარდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად,
11:31 / 02.05.2024
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულს აღნიშნავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.