ახალი ამბები
მგლებისა და ტურების დათვლის 355 000 ლარიანი ღირებულების ტენდერი შეწყდა
FaceBook
საქართველოში, ტურისა და მგლის პოპულაციების არეალის და რიცხოვნობის შეფასებაზე გამოცხადებული ტენდერი [NAT240005983] შეწყდა. 
წინადადების მიღება 5 აპრილს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ 355 000 ლარის ღირებულების სახელწიფო შესყიდვა შეწყვიტა. 

"ტექნიკური დავალების ფინანსური და ტექსტური სრულყოფის მიზნით მიზანშეწონილია ამ ეტაპზე ტენდერის შეჩერება",- აღნიშნულია შესყიდვის შეწყვეტის ოქმში. 

ტენდერი, რომელიც 19 მარტს არის გამოცხადებული, ტურის და მგლის პოპულაციების არეალიისა და რიცხოვნობის დაზუსტებას, ასევე ველურ ბუნებაში არსებულ სხვა სახეობებზე მათი გავლენის დადგენას ისახავდა მიზნად.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი საქართველოს იმ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტში უნდა განხორციელებულიყო, სადაც გახშირებულია ცხოველთა თავდასხმები, ანდა შეიმჩნევა მათი რიცხოვნობის ზრდა. ასევე იქ, სადაც ადგილი აქვს ტურების და მგლების მაღალი დონის ზეწოლას სხვა სახეობების პოპულაციებზე.

კერძოდ, კვლევები შემდეგ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში უნდა ჩატარებულიყო: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი; დუშეთი, დმანისი, თეთრიწყარო, წალკა, ბორჯომი, ადიგენი, ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა, ჩოხატაური, ცაგერი, ლენტეხი, მესტია, ჩხოროწყუ, ხობი, ზუგდიდი, ახმეტა, თელავი, ლაგოდეხი, სიღნაღი, ყვარელი, ხელვაჩაური, შუახევი, ზესტაფონი, თერჯოლა, სამტრედია, ხარაგაული, ხონი, გორი, ხაშური, თიანეთი, ყაზბეგი, ონი, ამბროლაური, ასპინძა.

აღსანიშნავია, რომ პრეტენდენტს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის და მდგრადი მართვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონოდა.

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ტურისა და მგლის პოპულაციების არეალისა და რიცხოვნობის შეფასების, ასევე მათი მართვის გეგმების შემუშავების მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერს, სავარაუდოდ, მეორედ გამოაცხადეს. 


ამავე თემაზე:

საქართველოში, მათ შორის იმერეთში, ტურებსა და მგლებს დაითვლიან - ტენდერი გამოცხადებულია

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის
წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე
თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
17:11 / 01.05.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე
აქციის დარბევას ეხმაურება.
13:27 / 01.05.2024
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევას ეხმაურება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.