ახალი ამბები
მოსამართლემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო - გოგი წულაია სააპელაციო სასამართლოს მიმართავს
FaceBook
"იმედია, იქ მაინც ვიპოვი სამართალს," - აცხადებს წულაია

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზციის ხელმძღვანელი გოგი წულაია, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

როგორც წულაია ამბობს, მან სარჩელის ძირითად განხილვამდე, შპს "პარკინგსერვისის" საქმიანობის შეწყვეტა მოითხოვა, თუმცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ციცინო კიკვაძემ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

"მოსამართლემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, მან განაცხადა, რომ ვერ დავუსაბუთე "პარკინგსერვისის" საქმიანობის შეწყვეტისთვისთვის საჭირო ფაქტები, რაც აბსურდია, ამიტომ ამ გადაწყვეტილების ორშაბათს სააპელაციოში გასაჩივრებას ვაპირებ.  იმედია, იქ მაინც ვიპოვი სამართალს," - აცხადებს წულაია.

რამდენიმე დღის წინ, გოგი წულაიამ შპს "პარკინგსერვისი" უკანონო ქმედებაში დაადანაშაულა და კომპანიის წინააღმდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

როგორც წულაია ირწმუნება, შპს "პარკინგერვისი" ქუთაისში მოსაკრებელის აღებასა და მოქალაქეების დაჯარიმებას უკანონოდ ახორციელებს.

მისი თქმით, ქუთაისის მერიასა და შპს "პარკინგსერვის" შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების თანახმად, პარკინგსერვის მერიის მხრიდან იჯარით გადაცემული პარკირების ადგილები საჯარო რეესტრში უნდა დაერეგისტრირებია, თუმცა აღნიშნული ადგილები, გარდა წერეთლის ქუჩისა "პარკინგსერვის" ამ დრომდე არა აქვს დარეგისტრირებული. 

"პარკინგსერვისის" ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ წულაიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ქუთაისში პარკირება ფასიანი 25 იანვრიდან  გახდა.

ქუთაისის მერიამ პარკირების ადგილების ღირებულება გასულ წელს განსაზღვრა. ასევე, გასულ წელსვე, აუქციონების ჩავარდის შემდეგ პარკირებაზე პასუხისმგებლობა მერიის დაქვემდებარებაში არსებულ შპს "პარკინგსერვისს" გადასცა.

ამ დრომდე ქუთაისში მერიის დაქვემდებარებაში მყოფი შპს "პარკინგსერვისის" მიერ განსაზღვრული იყო პარკირების 274 ადგილი. აქედან, 147 საერთო სარგებლობის გახლდათ, ხოლო 77 სპეცადგილი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.