ახალი ამბები
გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე – ვარშავის სამიტზე კონკრეტული შედეგებით წარვდგებით
FaceBook
ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისში" კონფერენცია "ნატოს ვარშავის სამიტი - მოლოდინები და პერსპექტივები" ჩატარდა.
კონფერენციაზე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა, ვარშავის სამიტამდე მოლოდინების მართვასა და კომუნიკაციის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

ნატოს ვარშავის სამიტისთვის მოსამზადებელი შეხვედრა უკვე მესამედ გაიმართა.

"რაც უფრო ახლოვდება ვარშავის სამიტი, ბუნებრივია, ვითარება იცვლება დინამიურად და ჩვენ ერთი მხრივ, გვინდა, რომ სრული ინფორმაცია მივაწოდოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ თემებზე მუშაობს, მეორე მხრივ, მათგან მივიღოთ ინფორმაცია, იმიტომ, რომ ნატოს კონტექსტში ძალიან ბევრი ღონისძიება ტარდება როგორც სამთავრობო დონეზე, ისე საექსპერტო დონეზე. თუ ამოცანა გვაქვს ერთი, საქართველო რაც შეიძლება წარმატებული დაბრუნდეს ვარშავის სამიტიდან, საქართველოს თავდაცვისუნარიანობა უფრო მეტად იყოს გამყარებული ვარშავის სამიტის შემდეგ, მაშინ ჩემი აზრით, ყველა ამ ადამიანმა, ვინც ამ ამოცანას ვემსახურებით, ერთ ენაზე უნდა ვისაუბროთ. ცოტა დრო დარჩა სამიტამდე და ბევრი საქმეა გასაკეთებელი ", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა.

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში არსებული პროგრესის და პერსპექტების შესახებ აღინიშნა, რომ საქართველოს კარგი შედეგები და პროგრესი აქვს სხვადასხვა მიმართულებით.

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის, პოლკოვნიკ ომარ ბეგოიძის განცხადებით, არსებითი პაკეტის განხორცილების პროცესში, ვარშავის სამიტზე საქართველო კონკრეტული შედეგებით წარსდგება.

ნატოს მომავალი სამიტის ჩატარების თარიღად გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 2016 წლის 8-9 ივლისი დაასახელა, რომელიც პოლონეთის დედაქალაქში, ვარშავაში გაიმართება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.