ახალი ამბები
პირობა შევასრულე - ენმ-ის წევრმა ქუთაისის მერს საქართველოს ნაკრების გამარჯვება მიულოცა
FaceBook
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა გიგა შუშანიამ გუშინ მატჩის დაწყებამდე დადებული პირობა შეასრულა:  ქუთაისის მერს ხელი ჩამოართვა და  საქართველოს ნაკრების გამარჯვება მიულოცა.
გიგა შუშანიამ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საგზურს მოიპოვებდა, საკრებულოს სხდომაზე ქუთაისის მერს გადაეხვეოდა და მიულოცავდა. 

''გილოცავთ ჩვენი გუნდის გამარჯვებას, პირობა შევასრულე''-უთხრა გიგა შუშანიამ ქუთაისის მერს საკრებულოს სხდომაზე. 

მერმა ენმ-ის დეპუტატს მადლობა გადაუხადა და საზოგადოებას საქართველოს ნაკრების გამარჯვება მიულოცა. 

"საქართველო წინ მიდის. საამაყოა რაც გუშინ მოხდა, გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას", - აღნიშნა ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა საკრებულოს სხდომაზე. 

26 მარტს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა საბერძნეთის გუნდი დაამარცხა, ანგარიშით 4:2. ამ გამარჯვების შემდეგ საქართველო ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემიონატზე პირველად თურქეთს შეხვდება. თამაში 18 ივნისს გერმანიაში გაიმართება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.