ახალი ამბები
საბანაკე ადგილების მოწყობა, ფესტივალები და სხვა - იმერეთის ტურიზმის განვითარების 5 წლიანი სტრატეგია
FaceBook
ქუთაისში „იმერეთის სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების სტრატეგიის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ა(ა)იპ იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ინიციატივით, „იმერეთის ტურიზმის კლუბმა“ შეიმუშავა. 
დოკუმენტი იმერეთის 12-ივე მუნიციპალიტეტში ინფრასტუქტურის მოწესრიგებასა და ფესტივალების გამართვას ეხება. სტრატეგიის შემდგენებმა მიუთითეს ის ადგილები, სადაც ტურისტების მოზიდვის მიზნით საკემპინგე და საბანაკე ადგილების მოწყობაა შესაძლებელი.
ეს ადგილებია: ხახიაეთის ტბა და მდინარე ჩიხურას ხეობა საჩხერეში, მანდაეთის მღვიმე ჭიათურაში, მდინარე ჯიშურას ხეობა, დევის ხვრელი ხარაგაულში, მდინარე აჯამურას ხეობა ზესტაფონში, 
ვარციხის წყალსაცავი ბაღდათში, სუჩხელას კანიონი ხონში და სხვა. 

დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ ინფრასტრუქტურის გამართვასთან ერთად, საჭიროა უწყვეტ რეჟიმში მოეწყოს ფესტივალები, რაც რეგიონს ტურისტებისთვის მეტად საინტერესოს გახდის. 

''აქამდე არ გვქონია ერთიანი სისტემა, რაც ჩვენს სერვისებს ერთმანეთთან დააკავშირებდა და ეს პირველია. მნიშვნელოვანია ტურისტს ჰქონდეს საშუალება ისარგებლოს ხარისხიანი სერვისებით, გვქონდეს ბანაკები თავისი მოწესრიგებული სველი წერტილებით, ჩავატაროთ ფესტივალები. ეს გააჩენს ქვეყანაში ახალ სერვისებს, მაგალითად, როგორებიცაა:  აგრარული ბაზარი, ცხენების გაქირავების სერვისი და ა.შ,''-ამბობს იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი მარი დევიძე. 

პროექტი ხუთი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტების დაფინანსებით უნდა განხორციელდეს. 

''იმერეთის სათავგადასავლო ტურიზმის მდგრადი განვითარების გეგმა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რადგან  სათავგადასავლო ტურიზმი, ტურიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გეგმაზომიერი ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რათა ჩვენი რეგიონი ტურისტებისთვის მიმზიდველი გავხადოთ.  ამისთვის იმერეთს უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ჩვენი ლანდშაფტი და გეოგრაფიული მდგომარეობა იძლევა საშუალებას განვავითაროთ კემპინგი. იმერეთის რეგიონს საზღვაო-სანაოსნოს გარდა ყველა კომპონენტი აქვს, რაც სათავგადასავლო ტურიზმისთვისაა საჭირო,'' - ამბობს იმერეთის ტურიზმის კლუბის ხელმძღვანელი ალექსანდრე პაიკიძე.
შეხვედრას ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები, ჟურნალისტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.