ახალი ამბები
მერია კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციისთვის ტენდერს მეორედ აცხადებს
FaceBook
მას შემდეგ, რაც ქუთაისის მერიამ კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი შეწყვიტა, სახელმწიფო შესყიდვას მეორედ აცხადებს.
ამჯერად პროექტის ღირებულება ნახევარ მილიონზე მეტი ლარით (619 163) არის გაზრდილი და 2 მილიონ 490 000 ლარს შეადგენს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება შიდა გზას, რომლის სიგრძეც 746 მეტრია. ასევე გათვალისწინებულია კოსტავას ქუჩის მიმდებარე ჩიხების რეაბილიტაციაც. გზის ორივე მხარეს მოეწყობა ტროტუარები, ბორდიურები და სანიაღვრე არხი. სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 2025 წლის თებერვალში უნდა დასრულდეს. 

კოსტავას ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის 1 870 837 ლარის ღირებულების ტენდერი [NAT230027620] ქუთაისის მერიას გასული წლის ბოლოსაც ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა წინადადების მიღებიდან ოთხ დღეში, საბინაო ინფრასტრუქტურის სამსახურის მიმართვის საფუძველზე, თავადვე ჩაშალა.

შესყიდვის შეწყვეტის ოქმში ეწერა, რომ აღნიშნულ ქუჩაზე არსებული კანალიზაციის ქსელი აღარ ექვემდებარებოდა მიმდინარე შეკეთებას. შესაბამისად, მოცემული ქსელის კაპიტალური რეაბილიტაციის გარეშე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა რეაბილიტირებული საავტომობილო გზის საფარის დეფორმაციის რისკებს შეიცავდა.

როგორ ჩანს, ადგილობრივმა თვითმმარველობამ 2 მილიონამდე ლარის ღირებულების სამუშაოები ისე დაგეგმა, რომ ქუჩა, რომლის რეაბილიტაციაც იგეგმებოდა, სრულყოფილად შესწავლილი არ ჰქონდა. შესაბამისად, არც იყო გამოკვეთილი მიზნობრივი საჭიროებები.

აღსანიშნავია, რომ კოსტავას ქუჩა წლებია რეაბილიტაციას საჭიროებს, მაგრამ ქუჩის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მერიამ სახელმწიფო შესყიდვა მხოლოდ გასული წლის ბოლოს, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე გამოაცხადა. 


ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიამ კოსტავას ქუჩის რეკონსტრუქციის ტენდერი შეწყვიტა

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.