ახალი ამბები
15 მარტიდან ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობების უფასოდ ჩანაცვლება იქნება შესაძლებელი
FaceBook
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული პირადობის მოწმობების უფასოდ შეცვლა 15 მარტიდან იქნება შესაძლებელი.
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თანახმად, 2024 წლის 1 ივლისიდან, უქმდება 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობები.

2024 წლის 15 მარტიდან იუსტიციის სამინისტრო არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობების მფლობელთათვის უზრუნველყოფს პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლებას",- აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.

2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობის პირადობის ელექტრონული მოწმობით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლების მიზნით, მოქალაქეებმა იუსტიციის სახლებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს უნდა მიმართონ.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ გიორგი მარგებაძე მას თავს დაესხა.
11:26 / 10.05.2026
გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ გიორგი მარგებაძე მას თავს დაესხა.
მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ და სისხლისმღვრელ
სამხედრო კონფლიქტად მიიჩნევა, რომელმაც მილიონობით ადამიანის
სიცოცხლე შეიწირა და მსოფლიოს პოლიტიკური რუკა მნიშვნელოვნად შეცვალა.
14:04 / 09.05.2026
მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ და სისხლისმღვრელ სამხედრო კონფლიქტად მიიჩნევა, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მსოფლიოს პოლიტიკური რუკა მნიშვნელოვნად შეცვალა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.