ახალი ამბები
ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის მონაკვეთზე, მეწყერისგან ჩაკეტილი გზა გაიხსნა
FaceBook
ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე, სადაც ორი კვირის წინ მეწყერი ჩამოწვა, გადაადგილება თავისუფალია.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ინფორმაციით, გეოლოგთა ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად, მეწყრულ მონაკვეთზე, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, ახალი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით ტერასები მოეწყო (ჯამურად 10 ტერასა ქვის ჩანართებით), რაც ფერდის სიმყარეს უზრუნველყოფს. 

მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მოწყობა.

„აღნიშნულ მონაკვეთზე თებერვლის თვეში ჩამოვიდა დიდი რაოდენობით ზვავი, რომელმაც გამოიწვია გზის ჩაკეტვა. სამუშაოები მიმდინარეობდა უწყვეტ რეჟიმში, ორი კვირის განმავლობაში და ახორციელებდა, გეოლოგების მითითებით და დასკვნით, საგზაო დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანია. დღეის მდგომარეობით გზა გამავალია და ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტს შეუძლია გადაადგილება“,- განაცხადა მხარის რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ.

მეწყრული კერების გააქტიურების შედეგად, ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე, ქვა-ღორღიანი მასა თებერვალში ჩამოიშალა, რამაც აღნიშნული გზის ჩაკეტვა გამოიწვია.

დაზიანდა ელექტროგადამცემი სადენები და მთავარი ძაბვის საყრდენი ბოძები, რის გამოც ტვიშის თემს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ამასთან, მოსახლეობა ალტერნატიული/შემოვლითი გზით სარგებლობდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.