ახალი ამბები
"რუსმა ნასვამმა მგზავრმა ატეხა დებოში"- რა მოხდა მემინგენი-ქუთაისის რეისზე
FaceBook
ავიაკომპანია "ვიზეარის" მემინგენი-ქუთაისის რეისი, მგზავრებს შორის მომხდარი დაპირისპირების გამო, რუმინეთში ავარიულად დაეშვა.
როგორც მგზავრები იხსენებენ, კონფლიქტი ქართველ და რუს მგზავრს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი ახალგაზრდა გოგოს ავიწროებდა.

ფიზიკური დაპირისპირების გამო, თვითმფრინავი სასწრაფოდ დაეშვა რუმინეთში, რის შემდეგად ინციდენტში მონაწილე პირები ბორტიდან პოლიციის თანხლებით ჩაიყვანეს.

"რუსმა ნასვამმა მგზავრმა ატეხა დებოში, არ დაემორჩილა წესებს, ითხოვდა საპირფარეშოში გასვლას, მაშინ როცა დაკეტილი იყო. ამის შემდეგ ახალგაზრდა გოგოს ავიწროებდა, იქვე მჯდომს. რამდენიმეჯერ მოუწოდეს დამორჩილებოდა წესებს, შეშვებოდა გოგოს, როცა არ დაემორჩილა, ტელეფონი ესროლა ერთ-ერთმა მგზავრმა, მოხვდა თავში და გაუტეხა თავი, როგორც ვიცი. წამოუვიდა დიდი რაოდენობით სისხლი, თავიდან დაბალი წნევის გამო სისხლის გაჩერება ვერ მოახერხეს და იძულებული გახდა პილოტი, დაშვებულიყო აეროპორტში ავარიულად. დახვდათ ადგილზე სასწრაფო. სამწუხაროდ, პოლიციელებმა წაიყვანეს ქართველი მგზავრიც და სავარაუდოდ, მოუწევს პასუხისგება ერთსაც და მეორესაც", - იხსენებს ერთ-ერთი მგზავრი.

მემინგენი-ქუთაისის რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ღამის 01:30-ზე დაეშვა.

მომხდარზე გამოძიებას, სავარაუდოდ, რუმინეთის პოლიცია დაიწყებს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.