ახალი ამბები
"სკოლა გვინდა, დაგვაყენონ საშველი" - სამტრედიის მე-4 სკოლის მშობლები განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
FaceBook
სამტრედიაში, მეოთხე საჯარო სკოლის მშობლები განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
მშობლებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც სკოლის შენობის მშენებლობის დაწყება მოითხოვეს. 

ისინი ამბობენ, რომ მეოთხე საჯარო სკოლის ავარიული შენობა 2022 წელს იმ პირობებით დაანგრიეს, რომ ორ წელიწადში ახალ, თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო დაწესებულებას ააშენებდნენ, თუმცა მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა.

325 მოსწავლეს უკვე მეოთხე წელია, სხვა სკოლის შენობაში, მეორე სმენაში უწევს სწავლა.

„სკოლა გვინდა - ესააა ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა. მეოთხე წელია, გვპირდებიან, რომ აქ სკოლა უნდა აშენდეს, მაგრამ ხედავთ რაც არის აშენებული. ამიტომ, ვითხოვთ, შეგვხვდეს განათლების მინისტრი, რომ გაგვაგებინოს ბოლოს და ბოლოს სკოლა როდის უნდა გვეღირსოს და როდის უნდა იყვნენ ეს ბავშვები თავიანთ კუთხეში?",- განმარტავს ერთ-ერთი მშობელი. 


ადგილი, სადაც მეოთხე საჯარო სკოლის შენობა იყო განთავსებული

"ჯერ რემონტი გაკეთდა, შემდეგ არ ვარგაო და სულ დაშალეს, ავაშენებთო. ოთხი წელია ველოდებით ბავშვებიც და მშობლებიც და არ ეღირსა აშენება. მიზეზს არავინ არ ამბობს, როდემდე უნდა ვიყოთ ასე გვითხრან“,- ამბობს კიდევ ერთი მშობელი. 

აქციაზე სამტრედიის მერი დავით ბახტაძეც მივიდა, რომელმაც განმარტა, რომ სკოლის მშენებლობა ამ პერიმეტრზე განთავსებული ჯიხურის გამო ვერ ხორციელდება.

მისივე თქმით, ჯიხურის მეპატრონესა და საჯარო რეესტრს, ასევე ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის სამართლებრივი დავა მიმდინარეობს, რის შემდეგად სკოლის მშენებლობა გაგრძელდება.

"არსებობს, ასე ვთქვათ, ტექნიკური შეფერხება, რაც გამოწვეულია სკოლაში შეჭრილი მეწაღის ჯიხურის გამო. ვერ განხორციელდა სკოლის მშენებლობა ზუსტად ამ ჯიხურის გამო, ვინაიდან საძირკვლის მოწყობის სამუშაოები გადის ზუსტად იმ პერიმეტრზე (დაგეგმილი პროექტის მიხედვით), სადაც არის განთავსებული უკანონოდ აშენებული ჯიხური. უახლოეს მომავალში ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას და აქტიურად განახლდება სამუშაოები სკოლის ასაშენებლად",- განმარტა დავით ბახტაძემ. 


სკოლის მშენებლობის შესახებ საინფორმაციო ბანერი მშენებლობის ადგილზე წლებია განთავსებულია 

ანალოგიურს განმარტავენ, მუნიციპალური განვითარების ფონდშიც, რომელიც სკოლის მშენებლობას აფინანსებს. 

ადგილზე გამოკრული ბანერის მიხედვით, სამტრედიაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 450 მოსწავლეზე გათვლილი სამსართულიანი სკოლა უნდა აშენდეს. 
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.