ახალი ამბები
"სჭირდებათ ჩვენი გვერდში დგომა"- ნერგეეთში სტიქიისას დაზარალებულებისთვის მოქალაქეები თახნას აგროვებენ
FaceBook
სოფელ ნერგეეთში მცხოვრები ოჯახებისთვის, რომლებიც, ამჟამად, უსაფრთხოების მიზნით, თავიანთი სახლებიდან შორს, ქირით იმყოფებიან, სოლიდარობის კამპანია მიმდინარეობს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები, სტიქიის შედეგად დაზარალებულები მოქალაქეებისთვის, თანხას აგროვებენ და სხვებსაც მოუწოდებენ, ჩაერთონ სოლიდარობის აქციაში.

"ნერგეეთის 7 თებერვლის ტრაგედიის შემდეგ, რამდენიმე ოჯახი დარჩა სახლის გარეშე. მათი უმრავლესობა, ამჟამად, მუნიციპალიტეტის მიერ უზრუნველყოფილი ქირით ცხოვრობს, თუმცა, მარტივი წარმოსადგენია, ამხელა ტრაგედიის გადატანის და მშობლიური სახლიდან ხელცარიელი გამოსვლის შემდეგ, ამ ოჯახებს რამდენად სჭირდებათ გვერდში დგომა. ამიტომაც, ბაღდათში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებთან შეთანხმებით, სოლიდარობის კამპანიის წამოწყება გადავწყვიტეთ“,- აცხადებენ ორგანიზაცია „ახალგაზრდულ ჰორიზონტში".

თუკი სურვილი გაქვთ, გვერდით დაუდგეთ ამ ოჯახებს, შეგიძლიათ, თუნდაც 1 ლარი ჩარიცხოთ აღნიშნულ ანგარიშებზე:

საქართველოს ბანკი: #GE24BG0000000131173963; მიმღები: ააიპ ახალგაზრდული ჰორიზონტი

თი ბი სი ბანკი: #GE45TB7776845064300063; მიმღები: ლილი ფულარიანი, დანიშნულებაში მიუთითეთ ნერგეეთისთვის.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთიდან, სადაც მეწყერს 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 7 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. 20-მდე მოქალაქე ახლობლებთან გაიყვანეს, მათი ნაწილი კი სახელმწიფომ დააბინავა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს კვლევაში აღნიშნულია, რომ მეწყრული სხეულის მიმდებარე ფერდობიდან დღესაც ნარჩუნდება საფრთხე, შესაბამისად, როდის დაუბრუნდებიან ეს ოჯახები თავიანთ საცხოვრებლებს, უცნობია.

მეწყრული სხეული ნერგეეთში, მდ. ხანისწყლის მარჯვენა ფერდობზე განვითარდა. მისი გავრცელების არეალის საერთო ფართობმა 4.45ჰა შეადგინა, ხოლო გადაადგილებული მეწყრული მასის მოცულობამ საშუალოდ 150 000-160 000 მ3. მეწყერმა 4 საცხოვრებელი სახლი მოიყოლა, სადაც ჯამში 10 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა მხოლოდ ერთი პირის გადარჩენა შეძლეს. 2 ადამიანი დაღუპა ასევე ხულოსა და ქედაშიც, ზვავისა და მეწყრის შედეგად.

6-7 თებერვალს მოსულმა სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი ბაღდათის, ხაშურის, გორის, ლანჩხუთის, ვანის, სამტრედიის, ჭიათურის, ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებს მიაყენა. გეოლოგები აღნიშნული ტერიტორიების შესწავლას დღემდე აგრძელებენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.