ახალი ამბები
ბოლო 10 დღეში, გეოლოგების ჯგუფებმა მუნიციპალიტეტებში 171 ოჯახი შეაფასეს
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა, ბოლო 10 დღეში, 171 ოჯახი და 34 ინფრასტრუქტურული ობიექტი შეაფასეს.
უწყების ინფორმაციით, სპეციალისტების 6 ჯგუფი რაჭა-ლეჩხუმის, იმერეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მხარეებში. კერძოდ, ონის, ამბროლაურის, ცაგერის ხარაგაულის, ზესტაფონის, ბაღდათის, ხონის, ადიგენის, ბორჯომის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდა.

"გეოლოგების ჯგუფების მიერ, საველე კვლევების პროცესში შეფასებული იქნა, როგორც მოქალაქეების საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები, ასევე, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები. სააგენტოს სპეციალისტების მიერ, შემდგომი დამცავი და სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

მათივე ცნობით, ბოლო პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, თოვლის დნობის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს, რომელმაც, თავის მხრივ, ბუნებრივად ისედაც დაძაბულ ტერიტორიებზე სხვადასხვა მასშტაბის სტიქიური პროცესების (მეწყერი, ღვარცოფი, წყალდიდობა, წყალმოვარდნა, თოვლის ზვავი) ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვია.

6-7 თებერვალს მოსულმა სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი ბაღდათის, ხაშურის, გორის, ლანჩხუთის, ვანის, სამტრედიის, ჭიათურის, ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებს მიაყენა. სტიქია მსხვერპლით დასრულდება ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერმა 9 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ასევე ხულოსა და ქედაშიც, სადაც ზვავისა და მეწყრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.