ახალი ამბები
2 წელი უკრაინის ომიდან - ქუთაისში სოლიდარობის აქცია გაიმართება
FaceBook
"თავისუფლების ფერები" - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, 24 თებერვალს, აქცია დაიგეგმა
სხვადასხვა პროფერიის ადამიანები, ცენტრალურ მოედანზე, 18 საათზე შეიკრიბებიან და ამ აქციით უკრაინელ ხალხს სოლიდარობას გამოუცხადებენ. 

24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებიდან 2 წელი შესრულდება.

"ვიკრიბებით 24 თებერვალს, 18:00 საათზე, რათა ჩვენი სოლიდარობა გამოვხატოთ უკრაინელი ხალხის წინაში იმ გმირულ ომში, რომელშიც ზუსტად 2 წელიწადია რუსეთის წინააღმდეგ არიან ჩართული. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!",- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

რუსეთი  უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. პრეზიდენტმა პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება.

მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.

რუსეთი და უკრაინა თავის სამხედრო დანაკარგებს ოფიციალურად არ ასაჯაროებენ.

უკრაინის შეარაღებული ძალების გენერალური შტაბის თანახმად, ომის დაწყების შემდეგ, 2024 წლის 21 თებერვლამდე მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის დანაკარგი 406 080-ს შეადგენს.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 20 თებერვალს განაცხადა, რომ მხოლოდ 2023 წლის კონტრშეტევებისას დაიღუპა და დაიჭრა 166 000 უკრაინელი სამხედრო.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.