ახალი ამბები
ქუთაისში ველოსიპედების მაღაზია გატეხეს
FaceBook
ქუთაისში ველოსიპედების მაღაზია გატეხეს.
შემთხვევა, აღმაშენებლის გამზირზე, გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირმა მაღაზიიდან ვერაფრის წაღება მოახერხა, ვინაიდან სინგალიზაცია ჩაირთო.

“როგორც კამერებში ვნახეთ, შემთხვევა დაახლოებით ღამის ორი ნახევარზე მოხდა. სახეზე ვერ ვიცანით, შეფუთული იყო, მაგრამ დიდი ალბათობით არასრულწლოვანია. მივიდა პირდაპირ იქ, სადაც თანხას ვინახავთ (მაგრამ არ ვტოვებთ ხოლმე ღამით). ჩაირთო სიგნალიზაცია და გაიქცა მაშინვე ეს ბავშვი“,- განმარტავს მაღაზიის თანამშრომელი.

მისივე თქმით, არასრულწლოვნებთან დაკავშირებით კანონით პოლიციას არაფრის გაკეთება არ შეუძლია, ამიტომ მათ გამოძახებას აზრი არ ჰქონდა.

„რომ მოვედით ღია იყო კარი. კამერების მიხედვით, 15 წამი მოანდომა ყველაფერს, მივარდა კასასთან, ეცადა თანხის ამოღებას, თანხა არ დახვდა მისდა სამწუხაროდ და წავიდა ხელცარიელი. არასრულწლოვანი იყო სავარაუდოდ და სამწუხაროდ, ისეთი “მიმზიდველი” კანონი გვაქვს ქვეყანაში არასრულწლოვნებთან დაკავშირებით, არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ”, – აცხადებს მაღაზიის თანამშრომელი.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.