ახალი ამბები
ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისზე ასაფეთქებელის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის ერთი პირი დააკავეს
FaceBook
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ქუთაისი-ბარსელონის ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის ფაქტზე ცრუ შეტყობინებისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავა.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა უნგრეთში მდებარე ავიაკომპანია „ვიზეარის“ სათავო ოფისში, სხვის სარგებლობაში არსებული ქართული მობილური ოპერატორიდან კონკრეტულ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ სატელეფონო ზარი განახორციელა.

„მიღებული შეტყობინების შესაბამისად, ფრენის რეჟიმში მყოფი რეისი ნომრით W66417 ქუთაისი-ბარსელონა, დაბრუნებულ იქნა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, შსს-სთან ერთად, ოპერატიულად განახორციელა პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა საჭირო და გადაუდებელი სპეციალური ღონისძიება. აღნიშნულ რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება აღმოჩენილი არ ყოფილა“,- აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე ან 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, გამოძიება სხვადასხვა ცრუ შეტყობინების ფაქტზე აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

„ამ ეტაპზე დადგენილია, რომ შეტყობინებების უმეტესობა განხორციელებულია უცხო ქვეყნებიდან. გამოძიების ფარგლებში გატარებული ოპერატიული და ფარული ოპერაციების შედეგად, იდენტიფიცირებული არიან კონკრეტული პირები და ჯგუფები როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. რაც შეეხება ცრუ შეტყობინებებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებულია ყველა შესაბამისი ღონისძიება საფრთხეების იდენტიფიცირებისა და რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით. გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მსგავს ფაქტებზე, კანონის შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეაგირება იქნება ძალზე მკაცრი“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ავიაკომპანია „Wizz Air”-ის 14 თებერვლის ქუთაისი-ბარსელონას რეისი დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში აფრენიდან რამდენიმე წუთში დაბრუნდა. მიზეზი ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღება გახდა.

რეისზე 148 მგზავრი და 6 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავის დატოვების შემდეგ, ისინი აეროპორტის სტერილურ ზონაში გადაიყვანეს და სათანადო მომსახურება გაუწიეს. აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე გამნაღმველები მუშაობდნენ, თუმცა ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა. 

ამავე თემაზე:

ქუთაისი-ბარსელონას რეისზე ასაფეთქებელზე შესულ ცრუ შეტყობინებაზე გამოძიება დაიწყო

"ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა, ამ დროის მონაცემებით, არ დასტურდება"- აეროპორტების გაერთიანება

ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე გამნაღმველები მუშაობენ - ფრენები გადადებულია

ქუთაისი-ბარსელონას რეისი უკან დაეშვა - ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობაზე შეტყობინება შევიდა

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.