ახალი ამბები
ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან ბუხაიძის ქუჩამდე არსებული გზა რეაბილიტირდება
FaceBook
ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩიდან დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრთან მისასვლელი გზის მშენებლობა იგეგმება.
ამ ტერიტორიის მოწესრიგებას მოსახლეობა წლებია, ითხოვდა, ვინაიდან აღნიშნული მონაკვეთი ფუნქციურად ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია.

კერძოდ, ის სამედიცინო ცენტრის მიმდებარედ მდებარეობს და ერთმანეთთან ჯავახიშვილისა და ბუხაიძის ქუჩას აკავშირებს, რომელიც, თავის მხრივ, წყალტუბოსკენ მიმავალი გზასაც აკავშირებს. 

„ბუხაიძიდან დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრამდე მისასვლელი გზა საშინელ მდგომარეობაშია. გარდა იმისა, რომ გზის საფარი დაზიანებულია და წვიმისას პალიასტომი ჩნდება, ყოველდღიურად, უამრავ სასწრაფო დახმარების მანქანას აფერხებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, მოსაწესრიგებელია, აქამდეც უნდა გაეკეთებინათ“,- განმარტავს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ბუხაიძიდან ინტენვენციული მედიცინის ცენტრამდე საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 888 584 ლარი (სავარაუდო ღირებულება) დაიხარჯება.

ქუთაისის მერიას შესაბამისი ტენდერი [NAT240003060] უკვე გამოცხადებული აქვს.

პროექტის მიხედვით, მოეწყობა ახალი ასფალტბეტონის ორფენიანი საფარი, ქუჩის ორივე მხრიდან ტროტუარები ფეხით მოსიარულეთათვის, სანიაღვრე და გარე განათების ქსელი, ასევე წყალმიმღები და სათვალთვალო ჭები. გათვალისწინებულია ტერიტორიის ჰორიზონტალური მონიშვნა და საგზაო ნიშნების დაყენებაც. 

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია მითითებული, სამშენებლო სამუშაოები მოქმედი სტანდარტების, ნორმების, ინსტრუქციების და რეკომენდაციების სრული დაცვით უნდა ჩატარდეს.

სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 5 თვეში უნდა დასრულდეს.

დაინტერესებულთათვის წინადადების მიღება 23 თებერვალს იწყება და 26-ში მთავრდება.

ბუხაიძის ქუჩიდან ინტერვენციული მედიცინის ცენტრთან მისასვლელი გზის მშენებლობის სამუშაოებისთვის საპროექტო‐სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შპს „პროჯეკტ კომპანიმ“ შეადგინა, რომელმაც მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. 

ფოტო: ზურა ნემსიწვერიძე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.