ახალი ამბები
ქუთაისი-ბარსელონას რეისზე ასაფეთქებელზე შესულ ცრუ შეტყობინებაზე გამოძიება დაიწყო
FaceBook
ავიაკომპანია „Wizz Air”-ის ქუთაისი-ბარსელონას რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ მიღებულ ცრუ შეტყობინებაზე გამოძიება დაიწყო.
როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს უქმნის ჰაერში მყოფ საჰაერო ხომალდსა და სამოქალაქო ავიაციის სხვა სუბიექტებს, მართლსაწინააღმდეგო ქმედებად კვალიფიცირდება და საქართველოს კანონმდებლობით ისჯება.

მათივე ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დანაყოფებმა, შსს-სთან ერთად, თვითმფრინავის ბორტზე, პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა საჭირო და გადაუდებელი სპეციალური ღონისძიება განახორციელეს, თუმცა აღნიშნულ რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება არ აღმოჩენილა.

ავიაკომპანია „Wizz Air”-ის 14 თებერვლის ქუთაისი-ბარსელონას რეისი დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში აფრენიდან რამდენიმე წუთში დაბრუნდა. მიზეზი ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღება გახდა.

რეისზე 148 მგზავრი და 6 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავის დატოვების შემდეგ, ისინი აეროპორტის სტერილურ ზონაში გადაიყვანეს და სათანადო მომსახურება გაუწიეს. 

ქუთაისი-ბარსელონას რეისი, რომელიც ავიაკომპანია Wizz air-ში შესული შეტყობინების საფუძველზე აეროპორტში დაბრუნდა, 19:00 საათზე შესრულდა.

როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს საქმიანობას და რეისებს შეფერხების გარეშე ემსახურება.


ამავე თემაზე:


"ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა, ამ დროის მონაცემებით, არ დასტურდება"- აეროპორტების გაერთიანება

ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე გამნაღმველები მუშაობენ - ფრენები გადადებულია

ქუთაისი-ბარსელონას რეისი უკან დაეშვა - ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობაზე შეტყობინება შევიდა

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.