ახალი ამბები
რიონის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის გამო 15 სოფელს ელექტროენერგია არ მიწოდება
FaceBook
რიონის ხეობაში, 6-7 თებერვალს მოსული სტიქიის შედეგად, ჩამოსული მიწის მასისგან ტეროტორიას ამ დრომდე ასუფთავებენ.

ალპანა-ტვიშის გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო კი ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების 15-მდე სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ტვიში, ლახეფა, ორხვი, ქორენიში, მექვენა, ზედა მექვენა, ონჭეიში, მოლეკურა, დერჩი, საჩხეური, ჭაშლეთი, ბენთქოულა და სოფელი ვანი - ეს იმ სოფლების ჩამონათვალია, სადაც ელექტროენერგიის მიწოდება ერთი კვირაა ვერ ხერხდება.

„ტვიშსა და ალპანას შორის ჩამოვიდა მეწყერი 5 დღის წინ. აქედან მოეწოდებოდა ელექტროენერგია 15 სოფელს, ამიტომ, ამ დრომდე დენის გარეშე ვართ. ადგილზე მუშაობენ, მაგრამ როგორც გვითხრეს, მცოცავი ქანებია, მოდის მიწა და ვერ აჩერებენ. როგორც ჩანს, აღდგენილი ჰქონდათ ელექტროგადამცემი ბოძები, მაგრამ გუშინ თქვეს, რომ ისევ ჩამოვიდა მიწა და დაზიანდა. არც გზაა გახსნილი“,- განმარტავს მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრი მაკა სულაძე.

მისივე თქმით, რიონის ხეობაში სწორედ იმიტომ მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები, რომ აქ მეწყრული კერაა, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გააქტიურდეს.

როგორც „ქუთაისიპოსტს“ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განუმარტეს, 9 თებერვალს, მთიდან წამოსულმა მიწის მასამ 10 კვ გადამცემი ხაზი „ტვიში“ დააზიანა. წაღებულია საყრდენები და სადენები.

მათივე თქმით, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები ახლაც ადგილზე არიან და ალტერნატიულ გზებს გეგმავენ, რათა მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგეთ.

„უნდა შეირჩეს უსაფრთხო ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება ტექნიკით მუშაობა და ახალი ხაზის აშენება. მიწის მასის მოძრაობა ამჟამადაც არ შეჩერებულა, რაც აფერხებს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას: არ არსებობს არც დაზიანების ადგილზე მისასვლელი გზა და არც ტერიტორია, სადაც შესაძლებელი იქნება წაღებულის ნაცვლად ახალი ბოძების დამონტაჟება, რადგან მეწყრული პროცესები არ შეჩერებულა“,- გვითხრეს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.

რიონის ხეობაში მოსახლეობა ნამახვანჰესის აშენებას 550 დღე აპროტესტებდა. ამ დროის მანძილზე, ჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე კარვები იყო გაშლილი. მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წევრები აცხადებდნენ, რომ ნამახვანჰესი, რომლის მშენებლობას მთავრობა გეგმავდა, მნიშვნელოვნად დააზიანებდა გარემოსა და შეცვლიდა კლიმატს, გარდა ამისა, ჰესის მშენებელ კომპანიასა და ხელისუფლებას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში დათმობილი იყო სახელმწიფოს ინტერესი.

პროტესტის შედეგად გასაჯაროებული დოკუმენტებით, ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის სამინისტროს ნამახვანჰესზე უარყოფითი დასკვნა ჰქონდა გაცემული, ფინანსთა სამინისტროს კი ასეთი დოკუმენტი საერთოდ არ მოუმზადებია.

ფართომასშტაბიანი პროტესტის შემდეგ "ენკამ" სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულება გაწყვიტა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად,
11:31 / 02.05.2024
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულს აღნიშნავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.