ახალი ამბები
ტრაგედიიდან მეოთხე დღეს სოფელ ნერგეეთში პრემიერი ჩავა
FaceBook
ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და სამთავრობო პირები, ტრაგედიიდან მეოთხე დღეს ჩავლენ.
მათი ვერტმფრენი ბაღდათის სტადიონზე რამდენიმე წუთში დაეშვება.

ხელისუფლების პირველი პირები ჯერ სტიქიის ზონაში მივლენ და არსებულ ვითარებას გაეცნობიან, შემდეგ კი იმ ოთხ ოჯახში, სადაც ცხედრებია დასვენებული და მათ ახლობლებს სამძიმარს გამოუცხადებენ.

ამასთან, დღეს ნერგეეთში სტიქიისას დაღუპულ დედა-შვილს, 86 წლის შურა რობაქიძესა და 67 წლის ზოია რობაქიძეს დაკრძალავენ.

ბაღდათის სოფელში მეწყერი 7 თებერვალს, ღამის ორ საათზე ჩამოწვა და 4 საცხოვრებელი სახლი მოიყოლა, სადაც ჯამში 10 ადამიანი იმყოფებოდა. აქედან მაშველებმა ერთი მამაკაცის გადარჩენა შეძლეს. ნაპოვნია 9 ადამიანის ცხედარი, აქედან 3 არასრულწლოვანია და ერთი 20 წლის გოგო. 

სტიქიის ეპიცენტრში, სამძებრო სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-ზე მეტი მაშველი, შესაბამისი აღჭურვილობით, ტექნიკით, მცურავი საშუალებებითა და დრონებით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდა. ძებნა-შველის ღონისძიებაში ჩართული იყო კინოლოგთა ჯგუფი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სოფელ ნერგეეთში, რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება, ძირითადად, 5-6-7 თებერვალს მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექებმა გამოიწვია.

ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყერის სიმაღლე 30 მეტრი იყო, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენდა. მიწის მასა გზის დაახლოებით 200-მეტრიან მონაკვეთზე ჩამოიშალა.

ამავე თემაზე:

ტრაგედიის მესამე დღე ნერგეეთში - მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდა

ნერგეეთის მეწყერული ზონიდან 20-მდე ადგილობრივი გაიყვანეს

ნერგეეთში სამძებრო სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს ტერიტორიის გასუფთავება

რამ გამოიწვია მეწყერი ნერგეეთში - გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტება
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.