ახალი ამბები
ნერგეეთის მეწყერული ზონიდან 20-მდე ადგილობრივი გაიყვანეს
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთიდან, სადაც მეწყერს 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 7 ოჯახის ევაკუაცია მოხდა.
ტერიტორიის დეტალური შესწავლა უკვე დაიწყო და გეოლოგიურ დასკვნას ელოდებიან, მანამდე კი 20-მდე მოქალაქე ახლობლებთან გაიყვანეს, მათი ნაწილი კი სახელმწიფომ დააბინავა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განმარტებით, ვიდრე 100%-იანი გარანტია არ ექნებათ იმისა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მეწყერის განმეორების საშიშროება არ არის, მანამ ადგილზე მოქალაქეებს ვერ დააბრუნებენ.  

„საჭიროა ტერიტორიის დეტალური შესწავლა, რასაც დასჭირდება რამდენიმე კვირა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები შვიდი ოჯახი გაგვეყვენა. ნაწილი დაბინავდა ნათესავებთან, ნაწილის დაბინავებაზე კი იზრუნა სახელმწიფომ. თუკი მინიმალური დაშვება მაინც იქნება, რომ აქ, შეიძლება, სიცოცხლისთვის საშიში მოვლენები განვითარდეს, თავისთავად, ამ ადამიანებს უკვე ახალ საცხოვრებელ ადგილს მოვუძებნით“,-  ამბობს ზვიად შალამბერიძე.

მისივე თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, იმერეთში, 50-მდე ლოკაციაზე განვითარდა მეწყრული პროცესი. განსაკუთრებით, ბაღდათში, ვანსა და ზესტაფონში. ამიტომ, შალამბერიძის განცხადებით, მოსახლეობის ევაკუაცია სხვა მუნიციპალიტეტიდანაც განხორციელდა.

„რა თქმა უნდა, ასეთი მასშტაბის არცერთი არ იყო, მაგრამ ჩვენ პრევენციულ ღონისძიებებს ვატარებთ. ფაქტობრივად, ყველა იმ ადგილიდან, სადაც შეიძლება, რომ მსგავსი რისკი გვქონდეს, მოსახლეობა გაფრთხილებული გვყავს და ნაწილი გავიყვანეთ კიდეც, არა მარტო ამ ტერიტორიიდან, არამედ სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც, მათ სიცოცხლეს საფრთხე რომ არ ემუქრებოდეს“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

მისივე თქმით, 6-7 თებერვალს მოსული სტიქიის შედეგად, იმერეთში 900-ზე მეტი კერძო სახლის, ასევე კორპუსების, ბაღებისა და სკოლების ინფრასტრუქტურა დაიზანდა. ამასთან, 100-მდე სოფელია, რომელსაც ელექტროენერგია ჯერ კიდევ არ მიეწოდება.

უხვმა ნალექმა პრობლემები საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნა. ბაღდათის სოფელ ნერგეეთში კი სტიქია მსხვერპლით დასრულდა. მეწყერმა ოთხი სახლი მოიყოლა, სადაც 10 ადამიანი იმყოფებოდა. აქედან, მაშველებმა ერთი პირის გადარჩენა შეძლეს. ნაპოვნია 9 ადამიანის ცხედარი, აქედან სამი არასრულწლოვანია, ერთი კი 20 წლის გოგო.


ამავე თემაზე:

ნერგეეთში სამძებრო სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს ტერიტორიის გასუფთავება

ნერგეეთის შემდეგ, მეწყრული პროცესები ზესტაფონშიც განვითარდა - ელოდებიან სპეციალისტებს

სტიქიამ იმერეთში 600-ზე მეტი სახლი, სკოლები და საბავშვო ბაღები დააზიანა

მოგლეჯილი ხეები, დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენი მილები - უამინდობა იმერეთში

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.