ახალი ამბები
ტყიბულის მეშახტეთა საგაფიცვო კომიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
FaceBook
ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის სახელობის მეშახტეები, რომლებიც მე-15 დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ, სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ.
მეშახტეების გაფიცვის მოტივების, მოთხოვნებისა და საწარმოს მიერ წამოყენებულ პირობებზე უარის თქმის მიზეზებს განმარტავენ.

საგაფიცვო კომიტეტის სპეციალური განცხადების ტექსტს გთავაზობთ უცვლელად:

"პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ გაფიცვის სიმწვავის, სირთულის და გაფიცულთა რაოდენობის მიუხედავად, საწარმო სათანადოდ არ აღიარებს გაფიცულთა მოთხოვნების სერიოზულობას და სამართლიანობას. საწარმო, უკანასკნელი დღეების მანძილზე, გვეუბნებოდა რომ ის საერთოდ ვერ დააკმაყოფილებდა გაფიცულთა მოთხოვნას ხელფასის გაზრდის თაობაზე.

გაფიცვის მე-12 დღეს, გაფიცვის მონაწილეებმა გაფრთხილების მიზნით დაიკავა საწარმოს ადმინისტრაციული შენობა, რაც გამოიწვია საწარმოს მიერ დასაქმებულთა პირობების დაკმაყოფილებაზე სრულიად მიუღებელმა და დაუსაბუთებელმა უარმა და სახელმწიფოს არაეფექტურმა ჩარევამ. ამის შემდეგ, დამსაქმებელმა შეარბილა მისი პრინციპული პოზიცია და მეშახტეებს დაგვპირდა ხელფასის მხოლოდ 5%-იან ზრდას, ისიც გაფიცვის შეწყვეტიდან 2 თვის შემდეგ.

დღეს, საწარმომ პირობა შეცვალა და ხელფასის 5%-იანი ზრდა, გაფიცვის დასრულებისთანავე შემოგვთავაზა.

ამ შეთავაზებას გაფიცულები არ დაეთანხმნენ ერთსულოვნად, ვინაიდან ის ახლოსაც არაა დასაქმებულების მოთხოვნასთან ხელფასის 40%-იან ზრდაზე. მით უმეტეს, 2011 წელს, გაფიცვის შემდეგ გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, საწარმოს აქვს აღებული ვალდებულება ხელფასების ყოველწლიური ინდექსირებისა და შრომის უსაფრთხების პირობების გაუმჯობესებაზე, რაც დღემდე შეუსრულებელია.

შესაბამისად, გაფიცვა გრძელდება შემდეგი მოთხოვნებით:
- შრომის ანაზღაურების 40%-იანი ზრდა;
- შრომის უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესება;
- გარანტია გაფიცულებისთვის, შრომითი ხელშეკრულების შენარჩუნებაზე.
გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ ჯგუფს თუ ადამიანს, ვინც ამ დღეების მანძილზე გვიჭერდა და გვიჭერს მხარს. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი უფლებებისთვის და გთხოვთ თანადგომას," - ნათქვამია მაღაროელთა მიმართვაში.

გაფიცული მაღაროელები ხვალინდელ აქციასაც აანონსებენ, რომელსაც ტყიბულის გამგეობის წინ გამართავენ და მათ მოთხოვნებს კიდევ ერთხელ გააჟღერებენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი
დააკავეს.
15:19 / 28.06.2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
13:19 / 26.06.2026
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძე განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე მოსახლეობის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.